თავი 9

1.6K 112 7
                                    

   როცა ჰარის თვალებს შევხედე მასში ჩავიძირე... მაგრამ ასეთი ჯერ არ მენახა, სადღაც დაკარგულიყო ის სიმწვანე რაც მიყვარდა,ის ვარსკვლავებიც აღარ ციმციმებდა მათში. ახლა უკვე მხოლოდ შავს ვხედავდი,მაგრამ ეს შავიც იმდენად მიზიდავდა ,რომ თვალი ძლივს მოვწყწვიტე. მგონი რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა,ის ხდება, მე მის მიმართ გრძნობები მიჩნდება, მაგრამ სანამ მისგანაც ასეთ რამეს არ ვიგრძნობ,ჩემგან სიტყვა არ ამოვა.

   სასწრაფოდ თვალი მოვაშორე და თავი რომ არ გამეცა კითხვით სავსე მზერით შევხედე.მან კი წარბები შეკრა და უფრო დაჟინებით მომაცქერდა.მისი არ მეშინია და არც შემეშინდება,მაგრამ თითქოს ამ მზერამ შემძრა. 

  საუზმე მეტად დაძაბულად მიმდიონარეობა,თუმცა ბოლოს ვაიოლამ ხმა ამოიღო:

-ახლა კი მისაღებში მიბრძანდით,მე კი ყავას და ორცხობილებს მოგართმევთ.

-მოგეხმარები-უპასუხა დედამ.

  მე კი რონის ხელი მოვკიდე და მისაღებში გავიყვანე. 5 წუთი დებილივით იჯდა,სანამ თვალების წინ თითები არ გავუტკაცუნო არ მოიხედა

-რა გჭირს გოგო? ეს დღეები დაბნებული დაიარები.

-ხოო რავი..

-მოიცც!! მე მგონი ვხვდები. ვინმე მოგწონს?

-ჩუუმად იყავი!!-პირზე ხელი ამაფარა- უფრო ხმამაღლა თქვი მე მგონი მამამ ვერ გაიგო- და დამანახა მამა,რომელიც რობერტს ესაუბრებოდა

-კაი,კაი. ხო იცი სამარე ვარ,თან შენი და, ხოდა მითხარი ვინაა??!!

-კაი,გეტყვი.ოღონდ ,ვიცი შოკში ჩავარდები.

-მიდი ჰაა თქვიი!!ძლივს ჩემს დიდ დაიკოს ვიღაც მოეწონაა!!

-ანუ..დიდი ხანია ვიცნობთ ,ორივე... რაც წახვედი იმის მერე ერთად ხშირად ვატარებდით დროს...

-ვინაა??

-ზეინი

-რაფეერრ?

My love,My life (დასრულებული)Where stories live. Discover now