თავი 1

1.6K 79 11
                                    

ავორის pov.
ეველინას მშვიდი ძილი როგორც ყოველთვის მზის სხივებმა დააფრთხო...თაფლისფერი თვალებით ნაცნობი ოთახი მოათვალიერა,დღესაც ალბათ ნელა დაიწყებდა მომზადებას რომ არა მისი ახალი იდეა,რომელიც უფროსი რედაქტორისთვის უნდა გაეცნო...

1890 წელი,საქმიანი ლონდონი,ქუჩაში მოფუსფუსე მეეზოვეები,ყვავილების გამყიდველები,პატარა კუთხის რესტორნებიდან გამომავალი მადის აღმძვრელი არომატები,თავმომწონე არისტოკრატი ქალები,რომლებიც წამდაუწუმ ახალ კაბაზე წუწუნებენ და ნაცნობი მეეტლე ჯორჯი...ეველინამ მასთან მიირბინა,ეტლში მოკალათდა და მისამართის თქმის გარეშე გასწია ნაცნობ გზაზე,ხო მართლაც რა საჭიროა მისამართის თქმა..ჯორჯმა მშვენივრად იცის,რომ მადამ ეველინა იეთსი ინგლისის ყველაზე ცნობილ პრესისა და ახალი ამბების რედაქციაში ,,daily mirror" მიიჩქარის,რომლის გაზეთებსაც სიამოვნებით კითხულობს დილაობით...
ეტლი გაჩერდა,პატარა ქალბატონი ჯორჯს დაემშვიდობა და შენობაში შევარდა
ეველინას pov.
ყველა თანამშრომელს მივესალმე და უფროსის კაბინეტისკენ დავაპირე წასვლა რა დროსაც ჩემი საუკეთესო მეგობარი სუზი დავინახე...ოჰ ჩემი სუზი,როგორც ყოველთვის მარტო ზის და საქმეშია გართული,როგორ შემიძლია დილა მისი ხმის გარეშე დავიწყო,ჩემი საწყალი ჩემსავით ობოლი დობილი
-დილამშვიდობისა
სუზი:ვიგრძენი შენი შემოსვლა როგორც ყოველთვის ყველას ხმაური გამოიწვიე
მასთან მივედი ძლიერად ჩავეხუტე და ცივ ლოყაზე ვაკოცე
-ხომ იცი დიდი გეგმები მაქვს
სუზი:ესეიგი მართლა აპირებ ქინგ-ქროსში წასვლას?
-თუ რათქმაუნდა დირექტორი დამთანხმდება
სუზი:დაგთანხდება აბა რა იქნება,მაგ წყეულ ადგილზე დიდი სიამოვნებით გაგიშვებს,ხო ხედავ რამდენი  მკვლელობა ხდება,უცხოელებს არ ინდობენ,ძარცვავენ,იქაური ხალხი ძალიან უცნაურია და საერთოდ დიდი სიგიჟე,თუმცა შენ ხომ ეველინა ხარ,რომელიც ხიფათისკენ მიისწარფის
-სუზ,მერე მაგას რა ჯობია?წარმოიდგინე რეპორტაჟს გავაკეთებ ქინ-ქროსზე,იქაურ ხალხზე,ყველაფერს დაწვრილებით ავღწერ,ხელფასს მომიმატებენ და რაც მთავარია სახელს გავითქვამ
სუზი:მაოცებს შენი ასეთი ხასიათი და თან ძალიან მაშინებს,შენი მშობლები,რომ ცოცხლები იყვნენ როგორ ფიქრობ,ერთადერთ ქალიშვილს იმ ადგილას გაუშვებენ?
ჩემი მშობლების ხსენებაზე ცოტა დავმწუხრდი,უკვე მეოთხე წელია მათ გარეშე მიწევს ცხოვრება,ეს სუზიმაც შენიშნა და გაჩუმდა
-ცოცხლები,რომ იყვნენ მეტყოდნენ ეველინა,ის გააკეთე რასაც ფიქრობ,რომ გამოგივა...მე კი მგონია,რომ გამომივა ის რაც დიდი ხანია ჩავიფიქრე
სუზი:მეც გამიგე,ჩემთვის ერთადერთი ხარ მთელ სამყაროში,ჩემი ოჯახი...
-კარგი გეყოფა!ახლა ხასიათს არ გავიფუჭებ გასაგებია?!
კვლავ დამიბრუნდა ენერგია,სუზის კვლავ ვეამბორე ფითქინა კანზე და კაბინეტისკენ გავწიე
ავტორის pov.
ეველინა ასეთივე მხნეობით შევიდა დირექტორის კაბინეტში და ყველაფერი უამბო მისი გეგმების შესახებ,ბატონ ააბრაამს მეტი რაღა უნდოდა სიამოვნებით დათანხმდა ახალგაზრდა გოგონას და თან ცოტა განერვიულდა,მაგრამ მოისმინა ეველინას შემოთავაზება,რომ ყველა ხარჯს თვითონ გადაიხდიდა,ბევრი ეხვეწა და ბოლოს დაითანხმა,ამასთან ბატონმა აბრამმა იქ მყოფი ნაცნობის მისამართი დაუწერა და გადასცა...პატარა ქალბატონი კაბინეტიდან გამოვარდა,რადგან არ უნდოდა დრო დაეკარგა

ქინგ-ქროსი საკმაოდ იდუმალებით მოცული ქალაქია,სოფლის ტიპის დასახლებას მოგაგონებთ,თუმცა მაინც ქალაქის სახელითაა ცნობილი,ერთადერთი რითაც ამ ქალაქმა სახელი გაითქვა უცნაური მკვლელობია,როგორც კი ამ ამბების გაშუქებას რომელიმე ჟურნალისტი ან სახელმწიფო მოხელე დააპირებს იქაური არისტოკრატია თავისი ხერხებით აჩერებს,შესაძლოა ქრთამით და შესაძლოა სხვა გზებითაც,ან მხოლოდ მცირედი იწერება დეტალების გარეშე...ამ ქალაქში მცხოვრებ ხალხს მისტიკის სჯერა,არაადამიანური არსებების,ვამპირების რაც სამღვდელოებამ მკრეხელობად მიიღო,იმის შიშით,რომ სასულიერო პირებს იქაურობა არ დაეტოვებინა ამ თემას საზოგადოებაში ტაბუ დაედო
მაგრამ გამოჩნდა თავგადასავლების მოყვარული გოგონა ეველინა,რომელიც ყოველთვის იბრძვის თავისი მიზნისთვის და აი ახლაც მიდის გოგონა იდუმალებით მოცულ გზაზე და არ იცის ბედი რას უმზადებს
ეველინას pov.
სუზისთან მივვარდი და ძლიერად ჩავეხუტე
-ბატონი აბრაამი დამთანხმდა,გესმის?
სუზი:ჯანდაბა ეველინა მაშინებ..გინდა,რომ ქინგ-ქროსში გაგიშვა?და იქ მხეცებს თუ რაღაც ჯანდაბებთან მიგაგდო?
-ღმერთო ჩემო სუზი გეყოფა,ხომ იცი მე ასეთი რაღაცეების არ მჯერა ცრუმორწმუნე ვარ და ამიტომ წავალ იმ ადგილას,ყველაფერს დავაკვირდები და ყველას დავარწმუნებ,რომ ასეთი უცნაურობები არ არსებობს,მხოლოდ მითია ლეგენდებია,რომელიც დავიწყებას არ მიეცა ერთ პატარა ქალაქში და მორჩა...
სუზი იდგა და არაფერს ამბობდა,მასთან კვლავ მივედი და შავ თვალებში ჩავხედე
-გპორდები,წერილებს მოგწერ და ყველაფერს შეგატყობინებ
სუზი:მპირდები
-გპირდები

1890 წელი,22 მაისი..მეყვავილეები ლამაზ ენძელებს ჰყიდიან,არისტოკრატი ქალები ახალ კაბებს ირგებენ ,პატარა რესტორნის ფართი ამდენ მასპინძელს ვეღარ იტევს,ეველინა ბარგს ალაგებს და მან,რომ არ იცის უკანასკნელად ხედავს ჯორჯს...ვიღაც კვდება,ვიღაც იბადება,მიდის ჭიდილი ზეცასა და მიწას შორის თუმცა ეველინას ორივე ბედის ამარა ტოვებს

გამარჯობა,ფიკს ვიწყებ ,,ვამპირი"...ესეც პირველი თავი სადაც ძირითადად შესავალი და წინაპირობა გავაკეთე თუ შემდეგ რა მოხდება...ფიკს უფრო განვავითარებ და საინტერესოს გავხდი,იმედია გამომყვებით...არ დაგავიწყდეთ vote,გამიზიარეთ თქვენი აზრიც💕მუდამ თქვენი ონნი

ვამპირი(დასრულებული)Where stories live. Discover now