თავი 16,,ბნელეთის დედოფალი"👑

376 38 4
                                    

ავტორის pov.

დილიდან მზე ანათებდა ქინგ-ქროსს,რას წარმოიდგენდა ეველინა თუ მისი სხივები ისე აღარ ესიამოვნებოდა როგორც ადრე

5 თვე გავიდა საბედისწერო ნაკბენიდან,ჰოსოკი მაქსიმალურად ცდილობს ყურადღება მიაქციოს პატარა ქალბატონს,რომელიც სასახლეში საგულდაგულოდ ჰყავს დაბინავებული

ამ ხნის განმავლობაში ლილი უიმედოდ ეძებს მის მეგობარს,თითქოს მიწამ ჩაყლაპა და თან ჩაიტანა,კვალს ვერსად მიაგნო

ეველინას გაუჩინარების ამბავმა ჯინი საბოლოოდ დასცა,ერთგულ მეგობარ სუზის კი წარბიც არ შეურხევია,გულის სიღრმეში გოგონას თავისი მიზნებისთვის იყენებდა და ასე იკიდებდა ფეხს საზოგადოებაში

მდელოზე ლილი და ჯიმინი სიყვარულის ფერხულში იყვნენ ჩაბმული,ერთმანეთს ეალერსებოდნენ და არაფერი ადარდებდათ
ჯმ:სახლში მიგაცილებ თორემ ხომ იცი ამ ბოლო დროს რამდენი ნაბიჭვარი დადის ქუჩაში
ლ:ჩემი მზრუნველი,მაგრამ მე რომ არ მინდა წასვლა?
ჯმ:ესეიგი ჩემთან გინდა?
ლ:თითქოს არ იცოდე
ჯმ:კარგი,მაშინ უფრო კომფორტულ ადგილას წავიდეთ
ლ:ოოო მოიშორე ეგ ბინძური ღიმილი

მომღიმარ წყვილს შორიდან უყურებდა სუზი,როგორ უნდოდა მისულიყო და სათითაოდ დაესისხლიანებინა ორივე,ასეთია ბოროტი ადამიანის ბუნება,მისი თვალი ვერ იტანს სითბოს დანახვას

ჰს:არა ეველინა ჯერ ისევ სუსტად ხარ!
მთელ ხმაზე გაჰკიოდა ჰოსოკი და სასახლეს აზანზარებდა
-ჰოსოკ,აღარ შემიძლია სასახლეში ყოფნა,გარეთ უნდა გავიდე,გესმის?
ჰს:ჯერ არ ვიცი როგორი რეაქცია გექნება,თავს როგორ შეიკავებ,სისხლი რო მოგინდეს რას იზამ,ან საერთოდ როგორ ვითარდება ყველაფერი შენში
-მზრუნველ დედიკოს ჰგავხარ?
ჰს:ეი რეებს მაკადრებ პატარა ქალბატონო?
-მადლობა ყველაფრისთვის ჰოსოკ,საუკეთესო მეგობარი ხარ
ჰს:ასეთ სიტყვებს შეჩვეული არ ვარ
ეველინამ შავი კომფორტული კაბა მოირგო,ქამარიც შემოიჭირა და შლაპაც დაიხურა
-გარეთ ჩემი საქმეები მაქვს,არ ინერვიულო,თავს მივხედავ!
თქვა და წითელი თვალები შეანათა გარინდულ ბიჭს

ვამპირი(დასრულებული)Where stories live. Discover now