თავი 11

422 43 2
                                    

ავტორის pov.

წუთები წუთებს მისდევდა,საათები საათებს,დღეები დღეებს და აი გავიდა რამოდენიმე კვირაც...ეველინა და ჯინი უშფოთველად განაგრძობდნენ ცხოვრებას,მაგრამ განმარტოვებით დარჩენილები უხილავი ტანჯვით იწამლებოდნენ...ჯინი შეცვლას ცდილობდა,უბრალო ადამიანივით მოქცევა ძალიან უჭირდა,მაგრამ ეველინასთვის ეს უნდა გაეკეთებინა...გოგონაც ცდილობდა გარდასახვას,არადა როგორ ენატრებოდა ხალხმრავალი ადგილები,მეგობრები და გარესამყარო...სწორედ ესაა სიყვარულის ბნელი მხარე,ცდილობს დაგავიწყოს ვინ ხარ,თავს გაკარგვინებს,მისი ქარიშხალი  უპრობლემოდ გადაგივლის და ისე დაგაბამს,რომ გაქცევის თავიც აღარ გექნება

სასახლეში სიმშვიდია,სიჩუმე,სიწყნარე,მაგრამ გგონიათ ეს კარგის მომასწავლებელია?ცდებით...

კიდევ ერთმა ვნებიანმა ღამემ განვლო წყვილის ხელში,მთვარე კვლავ ღრუბლებს იფარებდა თუმცა მოხდა იმ ღამეს რაღაც განსხვავებული

ჯინის გონება ფიქრმა მოიცვა,უყურებდა რა ეველინას უშფოთველ ძილს,მის შიშველ სხეულს,წითელ ბაგეს,გლუვ კანს,მხეცის თვისებები გაღვიძებას იწყებდა...ძნელია როცა თავს ებრძვი,ამ ბოლო დღეებში ჩვენი გრაფი სანადიროდაც ვერ გავიდა,რადგან პატარა ქალბატონის დაჟინებული თხოვნით მისაღებ დარბაზში ავეჯი შეცვალეს

სიამოვნებით გააწითლებდა საწოლის თეთრ გადასაფარებელს,გოგონას მკლავებში მოიქცევდა,ო როგორი ჯანმრთელი სხეული აქვს..ღრუბლებმაც იწყეს გაფანტვა,მთვარის სხვივებმა სიბლენე გაანათა..ოჰ მთვარე ნეტა იცოდეთ როგორ აძლიერებს ვამპირულ სურვილებს ეს ციური სხეული

მოულოდნელად გოგონას პატარა სხეული შეირხა,თაფლოსფერი თვალების მშვენებამ იფეთქა
-ჯინ...არ გძინავს?
ჯინ:დაგავიწყდა?მე ხომ ღამე არ მძინავს
-მაგრამ ამასწინათ
ჯინ:შენ გეგონა ასე,მაგრამ ფხიზელი ვიყავი
-კარგი როგორც გინდა,იცი ვიფიქრე და გინდა ხვალე მთავარ მოედანზე გავიდეთ?
ჯინ:გინდა ამდენ ადამიანში მახეტიალო?
-აქ მეზობლებიც არ არიან,არავინაა თითქმის,მომენატრა გარეთ გასვლა,არც მიშვებ,რომ სადმე გავისეირნო

ვამპირი(დასრულებული)Where stories live. Discover now