თავი მესამე

290 25 3
                                    

გაღვიძებისთანავე დათვს ვხედავ. მეღიმება და ფეხზე ვდგები. სააბაზანოში შევდივარ და თავს ვიწესრიგებ.

ჩანთით ხელში კიბეებს მივუყვები და სამზარეულოში შევდივარ. რა თქმა უნდა, ლუიც აქაა. მას ვესალმები და სენდვიჩს ვკბეჩ. ლუი მიღიმის და ჩაის სვამს.

- სკოლაში ვერ წაგიყვან. თავს ცუდად ვგრძნობ.
- რა გჭირს?
- ბევრი სასმლის ბრალია.
- არაუშავს, კარგად იქნები _ წვენს ვსვამ.
- სკოლიდან აუცილებლად წამოგიყვან _ მიღიმის.
- კარგი _ კვლავ სენდვიჩს ვკბეჩ _ ეს შენ გააკეთე?
- კი. მოგწონს?

თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ და ვუღიმი.

- გემრიელია. წავალ, თორემ დამაგვიანდება.

სახლიდან გამოვდივარ და გზას ფეხით მივუყვები. ფიქრები თავისით მოდის...

სკოლაში შესვლისთანავე ჩემს კარადასთან მივდივარ და წიგნებს ვიღებ. როცა ვტრიალდები, ვიღაცას ვეჯახები. მას შევხედე. ჯანდაბა, ზეინი!

- ჰეი, ლილი _ მიღიმის.
- რა გინდა? _ ხმადაბლა ვეკითხები.
- არაფერი. უბრალოდ მაინტერესებს ლუი რატომ არ მოვიდა? ძირითადად შენთან ერთად მოდის ხოლმე.
- დღეს ვერ მოვა. როგორც ჩანს, გუშინ ბევრი დალია.
- კარგი _ მიღიმის _ მადლობა, რომ მითხარი.

ზეინს ვშორდები და მათემატიკის კლასისკენ მივდივარ. ჩემს ადგილს ვიკავებ და ზარიც ირეკება. მასწავლებელი მალე შემოდის და გაკვეთილიც იწყება.

მთელი გაკვეთილის განმავლობაში ვგრძნობდი, რომ ვიღაც მიყურებდა. გვერდით ვიხედები და ლუის ერთ-ერთ მეგობარს _ ჰარის ვამჩნევ. როგორც კი შევხედე, მაშინვე მზერა ამარიდა და მასწავლებელს გახედა.

მხრებს ვიჩეჩავ და წიგნს ჩავყურებ. კვლავ მსგავსი გრძნობა მეუფლება. ისევ ვიხედები გვერდით და ვამჩნევ, რომ კვლავ ჰარი მიყურებს. ახლაც სწორედ ისე მოხდა, როგორც წეღან. მზერა ამარიდა და მასწავლებელს შეხედა.

Let Me Down SlowlyWhere stories live. Discover now