თავი მეექვსე

248 21 1
                                    

მზის სხივები სახეზე მეხება და მეც თვალს ვახელ. მაშინვე ლუისთან ჩხუბი მახსენდება და ხასიათი მიფუჭდება. ცრემლები მაწვება, მაგრამ არ ვტირი. საწოლიდან ვდგები და სააბაზანოში შევდივარ. თავს ვიწესრიგებ, ჰუდს და შორტებს ვიცვამ და ოთახიდან გამოვდივარ. ისევ მარტო ვარ. ლუი სახლში არაა.

მოწყენილი შევდივარ სამზარეულოში და ყავას ვიმზადებ. კარის გაღების და ნაბიჯების ხმა მესმის. მისაღებში გავდივარ, სადაც ლუი მხვდება. მიღიმის და დივანზე ჯდება. მასთან მივდივარ, გვერდით ვუჯდები და ყავას მაგიდაზე ვდებ. ორივე ჩუმად ვართ. ლუის შევხედე. თავი დახრილი აქვს და სევდიანი მზერით, მაგიდას უყურებს. ცოტა ხანში კი თავს მაღლა წევს და თვალებში მიყურებს. თვალებს დაბლა ვხრი, ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და მისკენ ვიწევი. ისიც ჩემკენ იხრება. ლუის ხელებს ვხვევ და ვეხუტები. მეღიმება. ხელებს ძლიერად მხვევს და უფრო იხრება. თავს მხარზე მადებს.

- მაპატიე _ ხმადაბლა ამბობს.

მის ხმაში სევდა იგრძნობა. ცრემლები მაწვება და ლუის უფრო ძლიერად ვეხვევი. თმებზე ვეფერები და ამავდროულად ვცდილობ ცრემლები შევიკავო.

- კარგი...

ლუი სწორდება და მიყურებს. ოდნავ მიღიმის. ჩემკენ ნელა იხრება. ხელებს ვეყრდნობი და უკან ვიწევ. ლუი უფრო ახლოს იწევა. ჩემს სახესთან ძალიან ახლოსაა. ცოტაც და ტუჩის კუთხეზე მკოცნის.

- დღეს უნდა წავიდე. გვიან დავბრუნდები. არ დამელოდო და დაიძინე _ მიღიმის.
- აამმმ... კარგი.

ლუი კვლავ იღიმის და ფეხზე დგება. თმებს მიჩეჩავს და მიდის. როცა სახლიდან გადის, კვლავ მოწყენილი ვგრძნობ თავს. ჩემს ყავას ვიღებ და ვსვამ.

ორმა საათმა უაზროდ გაიარა. მართალია მთელ სახლში ფეხშიშველი დავრბივარ, მაგრამ საერთოდ არ მცივა. კარზე ზარის ხმა ისმის. მივდივარ და ვაღებ. ჰარი? აქ რა უნდა? მეგონა ლუისთან ერთად იყო.

Let Me Down SlowlyWhere stories live. Discover now