1 თავი "ახალი სამსახური"

1.3K 83 74
                                    

ცხოვრება უცნაურია...ერთ მომენტში შეიძლება ბედნიერი იყო,მდიდარი ოჯახი გყავდეს...მეორე მომენტში კი ეს გაქრეს....მაგალითად,ჩემს ცხოვრებასაც დაემართა ეს...თვრამეტ წლამდე ძალიან კარგ სკოლაში ვსწავლობდი.ბევრი მეგობარი მყავდა.კლასში კი არა, სკოლაშიც კი ყველაზე ჭკვიანი ვიყავი და სულ პირველი ადგილი მეკავა სკოლის დაფაზე.საამაყო შვილი ვიყავი...მაგრამ ერთმა შემთხვევამ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.....ახლა ვფიქრობ,წარსულში რომ დავბრუნებულიყავი,იმ წვიმიან დღეს რას გავაკეთებდი?მასთან დავბრუნდებოდი?...არა!ვიცი,ამ ყველაფერმა,ჩემი ცხოვრება დაანგრია.იმ ადამიანთან ყოფნას სიკვდილი მირჩევნია....და ახლა რა მდგომარეობაში ვარ?ახლახანს სამსახურიდან გამომაგდეს...რატომ?მე რა შუაში ვარ?ის კაცი ამიშარდა, მეც არ დავაკელი,ბამ და უკვე მერამდენე კაფედან გამომიშვეს!ალბათ,იტყვით ასეთი ჭკვიანი და ნიჭიერი თუ იყავი ახლა ასე რატომ ხარო?გეტყვით....როგორც გითხარით თვრამეტი წლის ასაკში პრობლემები მქონდა ამის შემდეგ დეპრესიაში ჩავვარდი.თავის მოკლა ვცადე და უჭმელობის გამო დაავადვმყოფდი,მერე მეორე სართულიდან ვისკუპე,ვითომ მოვკვდებოდი.სიკვდილის ნაცვლად ფეხი მოვიტეხე,თავი დავარტყი და, რავი აბა,მაზოხისტი გავხდი..როცა გონს მოვედი უკვე გვიანი იყო.ერთი წელი საგიჟეთში ვიწექი,მერე  გამოკვლევებზეც დავდიოდი.ფსიქოლოგიური ტრამვის და თავის დარტყმის გამო რაღაც ფობიები შემექმნა.მეშინია სიბნელის,ხმაურის,სიმაღლის და გამოცდების!მე,რომელიც თავის ქალაქში საუკეთესო იყო ,ახლა გამოცდების შიშის გამო,ანუ ზედმეტი ნერვულობის გამო,ცუდად ვხდები.ახლა განათლების  გარეშე დავრჩი და ნორმალურ სამსახურსაც ვერ ვპოულობ.

დაღლილი სახლში მივედი და თავით პირდაპირ ლოგინზე დავემხე.ძალიან დაღლილი ვიყავი.სტრესი ჩემთვის ძალიან ცუდია.გაჭირვებით ავდექი და დავიბანე.დაბანის შემდეგ სარკესთან დავდექი და დაორთქლილი მინა გადავწმინდე და ჩემი სახე დავინახე.ხო სულ დამავიწყდა თქვენთვის მეთქვა მე lee ji-eun-ი ვარ,24 წლის.ვცხოვრობ ბუსანში.უკვე 5 წელი გასული მას შემდეგ,რაც სეულიდან ბუსანში გადმოვედი.

ჩემი ცხოვრების ეკალი (დასრულებული)Where stories live. Discover now