26 თავი. "ოჯახი"

272 44 8
                                    

აიუს პ.ო.ვ

მე და ჯუნი სანაყინეში ვიჯექით და ნაყინს ვჭამდით.

-ჯუნ საყვარელო შენმა მშობლებმა იციან სად ხარ?(მე)ახლა გამახსენდა რომ,თითქმის ერთი საათია ჩემთან ერთად არის.

-არა!სკოლიდან გამოვიპარე-ისე  მარტივად მითხრა თითქოს არაფერი.კინაღამ ნაყინი გადამცდა.

-ჯუნ გაგიჟდი ალბათ უკვე გეძებენ.ახლავე დაურეკე მათ და უთხარი სად ხარ!-მოვთხოვე მკაცრად.

-კარგი,მაგრამ დამპირდი რომ,კიდევ შევხვდებით-მითხრა და ჩემთან ახლოს მოიწია.

-რა თქმა უნდა საყვარელო.მამაშენს დაველაპარაკები და ვთხოვ ხანდახან ჩემთან ერთად გამოგიშვას,ამის შემდეგ ატრაქციონებზე წაგიყვან კარგი?-მან გამიღიმა და ტელეფონი ამოიღო.

-ალო მამა მე ვარ.....არ იდარდო კარგად ვარ.....არა მამა პოლიციაში არ უნდა დაგერეკა.....აააა აპირებდი?.....კარგი რა მამა!.......კარგი მე ძალიან კარგ დეიდასთან ერთად ვარ,მან მიპოვა და ახლა სანაყინეში ვართ.....მოხვალ?მამა ჩვენთან ერთად ნაყინს შეჭამ....-მას თვალები გაუბრწყინდა,მამასთან ერთად დროის გატარების შანსი მიეცა-მიყვარხარ მამა!

-აბა რაო?(მე)მან გამიღიმა,ჯერ კიდევ აჟიტირებული იყო.

-კიო!მოვალ და შენთან ერთად ნაყინს შევჭამო.

-კარგია-ვთქვი და ჩანთა ავიღე.

-მიდიხარ?!არა არ წახვიდე გთხოვ!მამაჩემს გაგაცნობ.მინდა რომ,გაგაცნო-მე მასთან მივედი და თავზე ხელი გადავუსვი.

-არ მივდივარ,უბრალოდ ფულს გადავიხდი.

მან თავი დამიქნია და ხელი გამიშვა,მე კი ავდექი და სალაროსთან მივედი და ფული გადავიხადე.უკან მობრუნებისას ჩემგან ზურგით ვიღაც კაცი იჯდა და ჯუნს ესაუბრებოდა.

როგორც ჩანს მამამისია.

-ჯუნ ფული გადავიხადე საყვარელო,ეს მამაშენია....-კაცისკენ გავიხედე და გავჩუმდი

ჩემი ცხოვრების ეკალი (დასრულებული)Where stories live. Discover now