7 თავი "საგიჟეთი"

368 48 14
                                    


-მე შენ მეზიზღები...

განადგურებული გოგონა ზის კედელთან .ყველგან თეთრი და დასვრილი კედლებია.მაღლა პატარა გისოსებიანი ფანჯარა საიდანაც სუსტად შემოდის მთვარის სინათლე.გოგონა არც ტირის ,რადგან ამის ძალა აღარ შესწევს,ვეღარ ინძრევა რადგან ამის უნარიც დაკარგა.მხოლოდ სუსტად საუბრობს ერთადერთ წინადადებას "მე შენ მეზიზღები" მაგრამ მალე ამის უნარსაც დაკარგავს რადგან ყვირილისგან და ტირილისგან ხმა ბოლომდე ჩამწყდარი აქვს.

საგიჟეთში გამოკეტილია.რატომ?იმიტომ რომ ყველას გიჟი ჰგონია.მან თავის მოკვლა სამჯერ სცადა და ამიტომ საგიჟეთში გამოკეტეს.მაგრამ...გიჟებს ხომ ადამიანებად არ აღიქვამენ?წამლებით გაჭყიპეს.სიცივეში გამოკეტეს.მართალია ყოველი კვირის ბოლოს დედა აკითხავს მაგრამ იმდენ წამალს უკეთებენ ვერც კი ინძრევა.დედამისს ეუბნებიან რომ ეს უბრალოდ წამლის ბრალია მაგრამ თვითონაც ხვდება რომ მას უბრალოდ ატყუებენ და მის გრძნობებს იყენებენ.გოგონა მართლაც რომ იყო ფსიქოლოგთან მისასვლელი მაგრამ ასეთ სისასტიკეს არ იმსახურებს.

-დეე მტკივა..-ამოიკვნესა და ის უკანასკნელი ცრემლიც გადმოუგორდა.

-სუკ...რატომ მატკინე ასე ძალიან, რატომ მატკინე?-გოგონას უკვე აღარ შეეძლო.მისი ფსიქიკა ბოლომდე განადგურდა.თავის ტრავმა ამას ზედ დაერთო და ის საშინლად უბედური იყო. უყვარდა ბიჭი რომელმაც უღალატა.რომლის გამოც სამჯერ თავის მოკვლა სცადა და რომლის გამოც ახლა საგიჟეთში წევს.ბიჭი კვლავ უყვარს და ამავე დროს საშინლად ეზიზღება.უნდა მოკლას და მიახრჩოს მაგრამ ამავდროულად სხვამ რომ რამე დაუშავოს ვერ გადაიტანს.

აიუს პ.ო.ვ

ახლანდელი დრო

ჩემს გვერდით არსებულ სკამზე ზის ჩუმად და ხმის ამოღებას არ აპირებს.ასე ვდუმვართ ორივე სანამ ის პირველი არ იღებს ხმას.

ჩემი ცხოვრების ეკალი (დასრულებული)Where stories live. Discover now