24 თავი. "სიყვარული"

276 42 25
                                    

წვიმის წვეთები ჩემს სხეულს ეცემა და ასველებს.მაგრამ არ მცივა.ჩემს სხეულს რაღაც შემოხვევია და მთლიანად ათფობს.

სხეულში ჟრუანტელმა დამიარა.ეს სურნელი!

თვალები გავახილე და მინჰო დავინახე.სახეზე ტკივილი აღბეჭდვოდა.და მთლიანად მიხუტებული ვყავდი.ორივე მიწაზე ვიწექით.ის წამოჯდა და თავზე ხელი მოიკიდა.

-ააა მტკივა-წუწუნი დაიწყო.

-მინ....ჰო?-ხმის კანკალით ვიკითხე.ის ჩემსკენ შემობრუნდა

-კი მინჰო ვარ!თავი ხომ არ დაარტყი? გოგო შენ სულ გადაირიე?კინაღამ მანქანამ გაგიტანა.ვერ დაინახე რომ,მწვანე ენთო?!-ანერვიულებული თვალები მომაპყრო.მერე ჩემს ტანსაცმელს დახედა და თვალები შუბლზე აუვიდა-ეს რა არის?წვიმს ვერ ხედავ?საღამურებით რას გამობრძანდი!-მკაცრი ტონით მითხრა,მე კი ტირილი დავიწყე.

მან გადამარჩინა.მე მას კვლავ ვხედავ.ის ჩემს გვერდითაა და ჩემზე ზრუნავს.შეამჩნია რომ ვტიროდა და მხარზე ხელი დამადო

-კარგად ხარ?რამე იტკინე?რატომ ტირი?-ანერვიულებული ხმა ჰქონდა-მოიცადე სასწრაფოში დავრეკავ და...-ტელეფონი ამოიღო რომ დაერეკა.უეცრად მისკენ მივიწიე და ჩავეხუტე.გაშეშდა და არ იცოდა რა გაეკეთებინა

-შინჰე...-გავაწყვეტინე

-მიყვარხარ!-ბოლო ხმაზე ვიღრიალე.ხმა არ ამოუღია. რამოდენიმე წამით არც კი განძრეულა.შემდეგ ხელები კარგად მომხვია და მაგრად მიმიხუტა.

ორივე მიწაზე ვიჯექით,გვაწვიმდა და გვციოდა.მაგრამ ერთმანეთს ვათბობდით.თურმე როგორ მომნატრებია მისი სურნელი.თურმე როგორ მომნატრებია.

თავი ჩემს კისერში ჩარგო და ჩემს გაყინულ კანს მისი ცხელი ტუჩები შეეხო.ისევ არტერიაზე მაკოცა და თავი კარგად ჩამალა ჩემს კისერში

-მეც მიყვარხარ სულელო,მიყვარდი,მიყვარხარ და მეყვარები სამუდამოდ,შენი ტკბილი სურნელი მე მეკუთვნის გახსოვს?

ჩემი ცხოვრების ეკალი (დასრულებული)Where stories live. Discover now