მინის პოვ:
ამდენი სისულელეების ფიქრში ჩამეძინა და როცა თვალები გავახილე ჯიმინის არც თუ ისე სასიამოვნო ხმა მომესმა. როდესაც თავი წამოვყავი ის არსად იყო... მე რამდენჯერმე დავუძახე- ჯიმიინ რა ხდება?
- აქ ხარ?
- იცოდე თუ მეღადავები ვერ გადამირჩები!
- ჯიი...მინ ნუ მაშინებ, დროზე მითხარი საიდან მოდის ხმები!
ბოლოს მართლა ავნერვიულდი.
შემდეგ კი დავინახე, თუ ის როგორ ჩამოვარდა ჩემს ფეხებთან მაღლიდან.- რა ჯანდაბააა! შეენ...აქ...საიდან...? - ენა მებმოდა, მაგრამ მერე გამახსენდა, რომ უნდა მივხმარებოდი. ის დასახიჩრებული იყო, როგორც ჩანს ბევრი ურტყეს, რომ დავინახე გული ჩამეწვა. საწოლთან მივიყვანე და დავაწვინე ფრთხილად. ის კი კვნესოდა ტკივილისგან.
- ჩიმ... მითხარი რა მოხდა... - ვუთხარი შეწუხებულმა ნაზად.
- მგონი უცხოპლანეტელებმა გაგვიტაცეს - მითხრა სერიოზულად. მე კი სიცილი ავტეხე.
- რაააა??? ჰააააჰა სერიოზულააად? - სიცილის ვერ ვწყვეტდი - რააო მერე ხომ არ გაგაუპატიურეს ჯიმიინ?
- მიიინ ვერ ხედავ რა დღეში ვარ!! შენი აზრით ხუმრობის ხასიათზე ვარ? - მითხრა ხმამაღლა, გაბრაზებულმა.
- ბოდიში, მაგრამ ეს ცოტა არ იყოს და დაუჯერებელია - ვუთხარი ფხუკუნით. ვცდილობდი დავწყნარებულიყავი.
- ვიცი! მესმის შენი...მეც არ დავიჯერებდი მაგრამ...ააააჰ... - უეცრად სახე აეწვა.
- გტკივა? - ვუთხარი ანერვიულებულმა - დამელოდე რამეს ვიპოვი...
და მაშინვე აქეთ-იქით დავიწყე სიარული, იქნებ პირველადი დახმარების ყუთი ან რამე ეგეთი მეპოვა, შემდეგ კი უეცრად მაღლიდან ჩამოვარდა და ხელებში ჩამივარდა. გაოცებული ვიყავი, ვითომ რაც ჯიმინმა თქვა მართალიააა?! ჯიმინთან გავიქეცი, მის გვერდზე დავჯექი და ტუჩის დამუშავება დავუწყე. მან კი ტუჩი ცოტა მაღლა აწია.
YOU ARE READING
🔞ერთხელ ბუნაგში...👽😈
Short Story🔞 ჯიმინიზე 4 თავიანი ფიკი🔞 ძნელია როდესაც იმასთან ერთად ხარ გამომწყვდეული, ვინც გიყვარს და თან გეზიზღება...