მინის პოვ:
მშვენიერი ამინდი იყო, ამიტომ მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ გარეთ გასვლა. ერთად დავდიოდით მშვენიერ სასეირნო ადგილებზე და კარგადაც ვხალისობდით, როდესაც ჯიმინს და მისი ძმაკაცებს მოვკარით შორიდან თვალი.
ჩვენ ერთმანეთს ვერ ვიტანთ, ნუ უფრო სწორი იქნება რომ ვთქვაათ არ გვევასება ერთმანეთი, რადგან, სხვადასხვა "სასტავი" გვყაავს... ერთმანეთს თვალებით ვჭამდით. როცა არ უნდა ვნახოთ ერთმანეთი, სულ ვჩხუბობთ და ერთ ამბავს ვტეხთ. მას მთელი სამყარო თავისი ჰგონია, მე კი ამას ვერ ვიტან, მაგრამ სინამდვილეში მე ის მალულად მომწონს უკვე წლებია, მაგრამ მას ვეზიზღები. გოგოებსაც არ ვეუბნები ამის შესახებ, რატოომ? არ ვიცი...
როდესაც მივდიოდით, ერთ კარს ჩავუარეთ, საიდანაც ხმა მომესმა. ეს უბრალო ხმა არ იყო, უფრო ძახილს ჰგავდა, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიქცია და გოგოებს ჩამოვრჩი...
კარს მივუახლოვდი, თვალები დავხუჭე და მასთან ახლოს მივედი თუ არა, სხვაგან გავჩნდი. კარზე თუ კედელზე ხელების ბრახუნი დავიწყე, იქნებ გოგოებს გაეგოთ და ამ გაუგებრობიდან ამოვეთრიე, მაგრამ ეს ყველაფერი უშედეგო იყო.
- შენი დედააც, სულ შარში რატომ ვეხვევი! - ხელი კედელს მივარტყი, როდესაც უკნიდან ხმა შემომესმა. როცა მივტრიალდი, დავინახე დიდი სივრცე, დაახლოებით 2 სარდაფი რომ შეაერთო და სულ ჩააბნელო, ბევრს ვერაფერს ვხედავდი, შუაში კი საწოლი იდგა. მაგრამ მთავარი ისააა, იმ საწოლზე ვინ იჯდა!!
- ეი შეეენ - გადმომძახა მააან - ტყუილად ეწვალები არაფერი გამოვა, უკვე ვცადე. მე შევტრიალდი და პარკ ჯიმინი დამხვდა ორ სართულიან საწოლზე გადაწოლილი. რომ დავინახე ლამის მაღლა ავფოფხდი იმავე კედელზე...
- რააააა! შენ აქ რა ჯანდაბა გინდა?? - ვკითხე გაცოფებულმა.
- მეც იგივე შემიძლია გკითხო საყვარო... - მითხრა მშვიდად.

ВЫ ЧИТАЕТЕ
🔞ერთხელ ბუნაგში...👽😈
Короткий рассказ🔞 ჯიმინიზე 4 თავიანი ფიკი🔞 ძნელია როდესაც იმასთან ერთად ხარ გამომწყვდეული, ვინც გიყვარს და თან გეზიზღება...