This story is about a psychopath who finds peace with murder ...
-გთხოვ, ვიცი, არ გინდა ამის გაკეთება...
-ცდები, ცდები დედაჩემო.ღიმილით წარმოთქმულ წინადადებას ტყვიის ხმაურიანი გასროლის ხმა აგვირგვინებს და ქალის სუსტი, ფერმკრთალი სხეული, ჯერ სკამზე ესვენება, შემდეგ კი იატაკზე ცურდება. სხეულიდან გადმომდინარი სისხლი კვალს ზანტად, მაგრამ მკაფიოდ ამჩნევს იატაკს. კვალს, რომელიც ხელოვნების ნიმუშად ესახებოდა აწ უკვე უსულო სხეულის თავთან მდგარ მამაკაცს.
იარაღის ლულა ჯერ კიდევ არ მოეშორებინა სამიზნისათვის. ქალი აღარ სუნთქავდა და თეჰიონიც უყურებდა მის წინ გადაშლილ საოცარ პეიზაჟს.შემდეგ კი შმაგმა და ზიზღმა ერთიანად ამოუტრიალა გულ-მუცელი, გონება გადაუკეტა და თვალთ ბინდი გადააკრა.
აღარ შეყოვნებულა და მანამ, სანამ, საბოლოოდ გაუჩინარდებოდა, მანიაკალურმა სიცილმა გაუპო სისხლისფერი ბაგეები.ლანდივით - როგორც გამოჩნდა, ისე გაქრა.
***
ოთახს, მხოლოდ სამუშაო მაგიდაზე არსებული, მბჟუტავი ლამფა ჰფენს მცირედით ნათელს. მისი მანათობელი სხივები ჩამოწოლილ სიგარეტის კვამლს ერევა და ჰაერში ნაკადებად გაფანტული სილუეტები სააშკარაოზე გამოჰყავს.
თეჰიონს ახლა ეს ყველაზე ნაკლებად აინტერესებს, ვისკის ჭიქაც სიმბოლურად-ღა შემორჩა მის თლილ მარწუხებში მოქცეული. შავ-ბნელი ჯურღმული კი გონების საღ ნაწილსაც გააფთრებული ითრევდა თავის სამყოფელში. გაყინული მზერა სადღაც შორს მიემართა და ეჭვგარეშე იყო, გონებაში აშლილი მოგონებები სულს შინაგანად უკაწრავდა, ჰაერს პარავდა ფილტვებიდან და ირისებში, სადაც სიბნელე და სიცივე სუფევდა, აუტანელი შფოთი, ტკივილთან ერთად, ნელ-ნელა იდებდა ბინას.მოოგონებების მორევში იყო ჩაძირული, დეტალებმა თავისი ჰქნეს და ჩამდგარმა ცრემლებმა თაფლისფერი თვალები მტანჯველად აუწვა თეჰიონს. სიგარეტს საბოლოო ნაფაზი დაარტყა და საფერფლეში მძლავრად ჩააწვა.
თავად არ ეშვებოდა ამ ფიქრებს. არ დაუშვებდა დავიწყებას ერთი დეტალი მაინც მისცემოდა.
ნერვიულად მოისვა უკვე თავისუფალი ხელი შუბლზე და წინ ჩამოყრილი, კუპრივით შავი თმები უკან გადაყარა. თვალის ქუთუთოები ერთმანეთს მტკივნეულად დააჭირა და ბედნიერებით სავსე და ამავდროულად გამანადგურებელ მოგონებები აიშალნენ კადრებად.
KAMU SEDANG MEMBACA
He Is Here!
Cerita PendekOneshot. მაშინ, როცა ბედნიერება უბედურებით ჩანაცვლდება.. მაშინ, როცა საყვარელ ადამიანებს წაგართმევენ... და მაშინ, როცა აღარაფერი დაგრჩენია შურისძიების გარდა! ეს, სწორედ თეჰიონის, შეშლილი ფსიქოპატი მკვლელის, მწარე, ტკივილით სავსე ისტორიაა.