01

3.9K 225 183
                                    

[სანამ კითხვას დაიწყებთ. უყურეთ ქვემოთ მითითებული ფიქციის თრეილერები. მეორე ვიდეოსთვის დიდი მადლობა Mall0ra -ს🥺💜💜]


~~~

სამარისებული სიჩუმე იდგა-თუ მამაკაცის მძიმე ნაბიჯებსა და თავდაჯერებულ,სწრაფ მოძრაობებს გამოვრიცხავდით.
ციხის დერეფანი ხელოვნურად ნათდებოდა,ეს კი მას ბევრად ცივ და მოსაწყენ აურას სძენდა. მამაკაცის მძიმე სუნთქვა,რომელიც უხეშად მიაბიჯებდა ციხის დერეფანში—ჯონ ჯონგუკს ეკუთვნოდა.

ჯონგუკი ციხის დარაჯის უნიფორმითაა შენიღბული. გულმკერდზე სამაგრი უკეთია სახელით "დევიდი".ჰალსტუხი მჭიდროდ შემოეკრა კისერზე,ხოლო რადიო გადამცემი მხრებთან მოეთავსებინა.
წამში, ჯონგუკის მძიმე ნაბიჯები შეწყდა,მისმა მზერამ კი მხარზე გადაინაცვლა.მისი სახე უჩვეულოდ მშვიდი და უემოციო იყო. ჯონმა დერეფნის ბოლოსკენ გაიხედა და მისი მიმართულებით გაემართა. თავზე შავი კეპი მოეთავსებინა,რომელიც სახეს უფარავდა. ქამარზე მოთავსებული პირადობის მოწმობა,რომელიც 'ალან დევიდად' იკითხებოდა წინ წამოსწია და მკაცრი მზერა მიაბყრო. ჯონგუკმა ბარათი კარების გასაღებად გამოიყენა.დერეფნის ბოლოდან კი მოსაბეზრებელი ხმამაღალი ხმა ისმოდა..

ჯონგუკმა კარი გააღო,რომლის საშუალებითაც კიბეზე ჩასვლა მოახერხა. უხეში ნაბიჯებით მეორე  დონეზე მოხვდა და კარი გააღო. ირგვლივ კვლავ სიჩუმე ტრიალებდი,იქაც არავინ დახვდა.

ჯონი გასახდელში შევიდა,თითოეულ კარადას შესცქეროდა,სანამ თვალებით ნომერ '306' კარადას იპოვიდა. ქამარზე მიმაგრებული გასაღები კარადის  გასაღებად გამოიყენა, შიგნით მოთავსებულ შავ ჩანთას ხელი სტაცა და გამოიღო.

THE FOLLOWING | მიმდევრები (დასრულებული)Where stories live. Discover now