26

478 101 26
                                    

კაბინაში სიჩუმე დომინირებდა, როდესაც ჯიმინი და ჰოსოკი მტკიცედ იდგნენ და შემოსასვლელ კარს უყურებდნენ. მათ წინ დიდი ხის კარი იყო და ვერავინ იტყოდა რა ელოდათ მეორე მხარეს.

ჯიმინმა ნერწყვი გადაყლაპა და ღრმად ჩაისუნთქა. "აქ დარჩი."- ჯერ ჰოსოკისკენ შებრუნდა, შემდეგ წინა კარისკენ გაემართა. დარწმუნებული არ არის, იქ მხოლოდ ჯონგუკია თუ თან მთელი მისი კულტი ახლავს.

იარაღს ხელი მჭიდროდ მოუჭირა, როდესაც კარის სახელს სწვდა. ორი წუთით შეჩერდა, კარის სახელური ნელა ჩამოწია და კარი გამოაღო. ჯიმინი ყველაფერი საშინელებისთვის მზად იყო, თუმცა არაფერი მომხდარა. კარის მიღმა არავინ დახვდა. წინ ფრთხილად გადააბიჯა და გარეთ მიმოიხედა. ბნელი ღამის გამო ბევრს ვერაფერს ხედავდა... ერთი შეხედვით ყველაფერი ნორმალურად გამოიყურებოდა, მაგრამ ხვდება, რომ საქმე ასე მარტივად არ არის.

პატარა სახლი გადაკარგულში იდგა; შესანიშნავი ადგილი იყო უსაფრთხო თავშესაფარისთვის, მაგრამ ცუდი ხალხი ოდესღაც მაინც გიპოვის. გასაქცევი არსადაა ტყის გარდა. შეუმჩნევლად ვერსად დაიმალები.

"ჯონგუკ?"-ჯიმინის ხმა დაიმსხვრა. არ უნდა ნერვიულებდეს, მაგრამ ეს არ გამოსდის. მისი ხმის ექო ტყეს გაჰყვა, მაგრამ პასუხი მაინც ვერ მიიღო. წარმოდგენა არ აქვს რა ტრიალებს ჯონგუკის და მისი კულტის გონებაში. ნუ თუ, ეს ჯონგუკის ისტორიის დასასრულია? დასასრული ჰოსოკის და ჯიმინის სიკვდილს გულისხმობს?

გული სწრაფად უცემს. სიბნელეში მაღალი ხეები საშინლად გამოიყურებიან. თითოეული ფოთლის ჩამოვარდნაზე ჯიმინს ტანში ჟრუანტელი უვლის.

ჯიმინი სადაცაა ჰოსოკისკენ შებრუნდებოდა და შვებით ამოისუნთქებდა, როდესაც მის სხეულს სასოწარკვეთილი ყვირილი მოსწყდა. "აქ არ არის... ჰოსოკ!"- იყვირა როგორც კი მისკენ შებრუნდა და ჰოსოკის უკან მაღალი და ამავდროულად ბნელი ფიგურა დაინახა.

THE FOLLOWING | მიმდევრები (დასრულებული)Where stories live. Discover now