მზის სხივები ნაზად აღწევს ჯიმინის ბინაში; შრომატევადი დღე შესანიშნავი დილით იწყება. ფარდები ნაზად ეშვებიან ღია ფანჯრებზე, ხოლო გარედან შემომავალი დატვირთული გარემოს ხმა, არემარეს აყრუებს. ჯიმინი ლოგინში წევს, უყურებს ჭერს და არაფერს ამბობს. დიდად არც ბევრს ფიქრობს, უბრალოდ სიმშვიდით ტკბება და კონკრეტულად არაფერს უყურებს.
მისი ტელეფონი უკვე 5 წუთია გადამბულად რეკავს, ის კი მის დაიგნორებას განაგრძობს, მაგრამ მეოთხე ზარის შემდეგ გადაწყვიტა ეპასუხა. თავბრუ დაეხვა, როდესაც ლოგინზე წამოჯდა და გვერდითა მაგიდიდან ტელეფონი აიღო.
"გისმენთ?"- ახალგაღვიძებულზე ჯიმინის ხმა რბილი, მაგრამ ამასთანავე ჩახლეჩილია. თვალები მოჭუტა და ცდილობდა საუბრის დროს არ დაემთქნარებინა.
"აჰ, დილა მშვიდობისა, ჯიმინ."-გაისმა ჯონგუკის ხმა. ჯიმინი გაიყინა და ზევით აიხედა. თითქოს წუხდა, რომ ჯონგუკი ამ მდგომარეობაში იხილადა. ხანგრძლივი დუმილი ჩამოწვა, ძირითადად იმის გამო, რომ ჯიმინს სათქმელი არაფერი ჰქონდა. "მაპატიე. გაგაღვიძე? გეძინა?"
ჯიმინი გრძნობს ჯონგუკის ღიმილს ტელეფონის მიღმა."ამ.."- ჯიმინის ტვინი მკვდარია. არაფერი აქვს სათქმელი ჯონგუკისთვის. ყველაფერი დაამთავრა მას შემდეგ, რაც ჰოსოკის გატაცებისას მარცხი განიცადა.
"დალიე, არა?"-უემოციოდ წარმოთქვა ჯონგუკმა. თითქოს იმედგაცრუებულია ჯიმინით. პაკი არაყის ცარიელ ბოთლს უყურებს, რომელიც მისგან რამდენიმე მეტრის მოშორებით ძირს აგდია. გასულ ღამეს ბევრი დალია, რომ ფიქრები ცოტახნით მაინც შეეჩერებინა. "ვიცოდი, რომ ჰოსოკის დაკარგვას ცუდად მიიღებდი, მაგრამ არ მეგონა ასე სწრაფად თუ დაუბრუნდებოდი სმას."- ჯონგუკის ხმაში ეჭვიანობაც იგრძნობა, თითქოს გაღიზიანდა, რომ ჰოსოკის გაუჩინარებამ ჯიმინზე ამდენად ცუდი გავლენა მოახდინა.
"რა გინდა?"-იკითხა ჯიმინმა, უკვე ყელში ამოუვიდა ეს თამაშები. ვერ ხვდება რა უნდა. მის ნაწილს ჯონგუკთან ერთად გაქცევა და მასთან სამუდამოდ ყოფნა სურს, მეორე ნაწილს ჯონგუკის ხელში ჩაგდება სწადია, რადგან ყველაფერისთვის გადაიხადოს რაც ჩაიდინა, მესამე ნაწილს კი მის სიკვდილზე ოცნებობს.
YOU ARE READING
THE FOLLOWING | მიმდევრები (დასრულებული)
Fanfictionჯონ ჯონგუკი ციხიდან გაიქცა. პაკ ჯიმინი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ჯონგუკი ციხეში გამოამწყვდია. პაკი ფიქრობს, რომ საბოლოოდ დააღწია თავი ჯონს, მაგრამ მოულოდნელად კვლავ იღებს დავალებას, რომელიც ჯონგუკის ციხეში ხელმეორედ გამოკეტვას გულისხმობს. გარდა...