08

855 152 83
                                    

მეგიმ ჯიმინს ტელეფონი გაუთიშა. პაკი რამდენიმე წამი ადგილზე გაყინული იდგა. შეუძლებელია, ეს ვერ მოხდებოდა.

მისი სუნთქვის სიხშირე გაძლიერდა და გულის ცემის ასწრაფებისას გულსართზე დაძაბულობას გრძნობს(კარდიოსტიმულატორზე)
სავარძელიდან მოსაცმელი აიღო და გასასვლელისკენ ქარიშხლის სისწრაფით გაეშურა.

"რა მოხდა?"-ჯინი გასასვლელთან იდგა და ჯიმინს ეჭვისთვალით უყურებდა. ალბათ ჯინი იტყოდა,რომ იმ მომენტში ჯიმინი პანიკაში ჩავარდნილს ჰგავდა.

"ეს პირადულია. დავბრუნდები,როგორც კი შევძლებ"-ჯიმინმა ნაბიჯებს მოუსწრაფა სანამ ჯინი მკლავებით დაიჭერდა.

"იტყუები. სიმართლე მითხარი."-სოკჯინის სახეზე მკაცრ გამოხედვას ამოიკითხავდით,მაგრამ ამავდროულად მასში დარდიც იყო გარეული.

ჯიმინი ყოყმანობდა. უნდა ცრემლებად დაიღვაროს,როდესაც მისი ფიქრები თავის დას უბრუნდება, რომელიც საფრთხეშია ფსიქოპატის გამო. მას აღარ შეუშლია კიდევ ერთი ოჯახის წევრი დაკარგოს,ის სულ მარტო დარჩება. ჯიმინს მთელი წლების განმავლობაში დანაშაულის გრძნობა აწუხებდა, რადგან იძულებული იყო საკუთარი დის სიყვარულზე უარი ეთქვა და უკან დაეხია,რადგან ეშინოდა რომ შესაძლოა ისიც ისევე მომკვდარიყო,როგორც დანარჩენები, ჯიმინი უიღბლოა; ყველა ვისაც ის ეხება უჩინარდება და როგორ თავად მიიჩნევს: მისი და საფრთხეში მის გამოა.

პაკმა ჯინის ხელები მოიშორა და გასასვლელისკენ გაემართა.-"პირადი საქმე მაქვს,რომელსაც უნდა მივხედო. მალე დავბრუნდები."-სინამდვილეში,ჯიმინს წარმოდგენა არ ჰქონდა უკან მართლა დაბრუნდებოდა თუ არა. ჯინი უყურებდა როგორ შორდებოდა ჯიმინი შენობას.  ხელებგადადებული იდგა და ლოყას შიგნიდან კბენდა.

"სად მიდის?"-იუნგიმ თავი კუთხისკენ გააბრუნდა.

ჯინმა ამოიხვნეშა."-არ ვიცი,"-საუბარი შეწვიტა და იუნგისკენ შეტრიალდა. "მიდი გაარკვიე."

THE FOLLOWING | მიმდევრები (დასრულებული)Where stories live. Discover now