გოგო ჩემს სახლში მივიყვანე. რადგან არ იღვიძებდა, მისი ხელში აყვანა მომიწია და ასე შევიყვანე სახლში. მაშინვე ჩემს ოთახში ავიყვანე და საწოლზე დავაწვინე. ოთახიდან უნდა გავსულიყავი, მაგრამ მან არ გამიშვა. ხელი დაავლო ჩემს მაიკას და უკან მითრევდა.
- არ წახვიდე, გთხოვ არ წახვიდე.....
გოგო გამუდმებით იმეორებდა ამ სიტყვებს. აიიშ ესე დათრომა შეიძლება, რომ მერე კაცი ვეღარ გაღვიძებდეს.
- არ წავალ, არა ნუ გეშინია. საწოლზე ჩამოვჯექი და გოგოს დავუწყე ყურება. მართლა ძალიან ლამაზია, მისი სილამაზე უბრალოდ თავბრუდამხვევია. როგორ შეიძლება ის ვინმეს არ მოეწონოს. ლამაზი, ნაზი, თბილი ხასიათის გოგონაა. მისი მომხიბლავი თვალები, მისი ხმა, ტუჩები, ტანი უბრალოდ შესანიშნავია. არ ვიცი რა მჭირს, მაგრამ თითქოს ეს გოგო მიზიდავს, თითქოს ჩემზე ზემოქმედებს, მე კი მასზე დამოკიდებული ვხდები. ასე ძალიან რატომ ვაკვირდები მას? რა დამემართა?
- მჰჰ......ჩემთან მოდი. გოგო რაღაცას ამბობდა და იმდენად ჩუმად თქვა, რომ მისი ლაპარაკიდან ვერაფერი ვერ გავიგე. თავი დაბლა დავწიე და მასთან უფრო ახლოს მივედი.
- ჩემთან მოდი. ეს მითხრა, მაიკაზე ხელი დამავლო და საბოლოოდ მის ზევით აღმოვჩნდი. მისი ხმა, რომ გავიგონე ჟრუანტელმა დამიარა. მისი ხმა თითქოს სადღაც მითრევდა, სადღაც სიბნელეში, სადაც თავს ვერ ვაკონტროლებდი. მისი გამოხედვა მათრობდა. მის თვალებში ვიძირებოდი, ის კი მიჭერდა და არ მიშვებდა. მისი ლაპარაკის დროს მის ტუჩებს ვუყურებდი და საბოლოოდ გამოვშტერდებოდი. უკვე საკუთარ თავს ვეღარ ვაკონტროლებ, საკუთარ თავზე კონტროლს ვკარგავ. თითქოს ის ჩემი მბრძანებელია. თითქოს ბაჭია ვარ, ეს გოგო კი ჩემი ჯადოქარია. თითქოს ჯადოქარი თავის ჯოხს მოიქნევს და ბაჭია მისი მბრძანებლობის ქვეშ არის. სულ გადამრია ამ გოგომ, მაგრამ ასეთ მოკლე პერიოდში? სულ ორი დღეა რაც ვიცნობ. ჯანდაბა ალბათ სასმელის ბრალია. წამოდგომა ვცადე, მაგრამ ხელები კიდევ უფრო მომიჭირა მაიკაზე და ისე ახლოს მიმწია რომ საბოლოოდ მის ტუჩებს შევეხე. მისი გემრიელი და ტკბილი ტუჩების გემო გავიგე. ბრვრი გოგოსთვის მიკოცნია, მაგრამ ეს სულ სხვა იყო. უბრალო, მაგრამ ტკბილი კოცნა იყო. ცდუნებას ვერ გავუძელი და კოცნაში ავყევი. მასთან კოცნა ისეთი სასიამოვნო იყო, რომ სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ერთმანეთის ტუჩებს ვაგემოვნებდით და საბოლოოდ მალე ერთმანეთის პირისპირ სრულიად შიშვლები ვიყავით. ეს რაღაც სხვა განცდა იყო , ის რასაც სხვა ვერავისთან ვერ ვგრძნობდი.
YOU ARE READING
Only in your heart
Fiction généraleრას იზამდით როდესაც წინა დღის მთვრალი, მეორე დღეს უცხო ბიჭის სახლში გაიღვიძებდით?....სწორედ ეს ისტორია გადამხდა მე და ამ ისტორიის გაგრძელება არც ისე სახარბიელო აღმოჩნდა.