{1} გაურკვევლობა

299 25 4
                                    

ოთახში მზის სხივები აღწევენ და გოგონას სახემდეც აღწევს მათი კაშკაშა სხივები. გოგონას ეღვიძება თვალებს ნელ-ნელა ახელს და აქეთ-იქით იყურება, მაგრამ გარემოს ვერ ცნობს, ამ ადგილს პირველად ხედავს. სწრაფად დგება და სარკეში იხედება. მას მხოლოდ დიდი პერანგი აცვია რომელიც მუხლებამდე წვდება თმა კი აბურძგნული აქვს. ის თავის ტანსაცმელს ეძებს ყველგან, ნახა სადაც კი შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ მაინც ვერ პოულობდა ბოლოს საწოლის ქვეშ შეგდებული შარვალი დაინახა და სწრაფადვე გამოიღო და ჩაიცვა რომელიც გოგონას სიგრძეშიც და სიგანეშიც დიდი ქონდა მაგრამ ეხლა მას ეს არ აბაღვლებდა. გოგონას ქვევიდან საჭმლის არომატული სუნი მოუვიდა და მიხვდა რომ სახლში მარტო არ იყო. აშინებდა ის რომ შესაძლოა ვინმე უცხო ადამიანთან ყოფილიყო მითუმეტეს უცხო ბიჭთან თან ესეთ მდგომარეობაში. გოგონა ოთახიდან გავიდა და გრძელ კიბეებს ჩაუყვა. რომელმაც გოგონა სასტუმრო ოთახში მიიყვანა. გოგონა იქიტკენ წავიდა საიდანაც ხმაური გაიგონა და საბოლოოდ სამზარეულოში შევიდა სადაც მაღალი ქერა თმიანი ბიჭი დახვდა რომელსაც მხოლოდ შარვალი ეცვა წელსზევით კი სრულიად შიშველი იყო. ბიჭი საჭმელს ამზადებდა და როგორც ჩანდა თვისი საქმე კარგად იცოდა.
-გაიღვიძე საყვარელო?......
კითხა ბიჭმა თავისი "ღრმა" ხმით გოგონას, ისე რომ არც კი შეუხედია მისთვის. გოგონა მოხიბლული იყო ამ ხმით, როცა მისი მიმზიდველი ხმა მოისმინა ტანში ჭრუანტელმა დაუარა მაგრამ გოგონას ეხლა ის უფრო აინტერესებდა ვინ იყო ის ბიჭი რომელსაც ასეთი გასაოცარი ხმა ქონდა.

Only in your heartWhere stories live. Discover now