Prologue

264 30 9
                                    

ხიდზე იდგა და მაღლიდან დაჰყურებდა მდინარეს, რომელიც ქარის მიმართულებით მიედინებოდა. მასავით ქაოსური იყო.

ვარდისფერ და ნამიან თმებს ნაზი, მაგრამ ამავდროულად ცივი სიო ურხევდა. ტანში ჟრუანტელი განუწყვეტლივ უვლიდა და დაუფიქრებელი ქმედებისკენ უბიძგებდა.

მის სუნთქვას წყლის ძლიერი ნაკადის ხმა ფარავდა, მაგრამ მის გონებაში სამარისებული სიჩუმე იდგა და მხოლოდ ერთი ადამიანის ხმა ისმოდა. ადამიანის, რომელთანაც 17 წლის მანძილზე ცხოვრობდა.

ტკივილს ხელახლა გრძნობდა, ყველა დეტალი ისე ახსოვდა, თითქოს მხოლოდ ერთ დღეში მომხდარიყო, მაგრამ ამავდროულად საუკუნედ ეჩვენებოდა.

ყველაზე მეტად კი საკუთარ თავზე ერეოდა გული, რადგან არაფრის გაკეთება შეეძლო. მხოლოდ მოვლენების განვითარებას აკვირდებოდა.

სურდა ეს ყველაფერი დასრულებულიყო, რადგან იცოდა სუსტი იყო. ამას ხვდებოდა და სწორედ ეს სისუსტე მის უმოქმედობაში გამოიხატებოდა.

მის ნაცრისფერ თვალებში უფრო მეტი სევდა ამოიკითხებოდა, ვიდრე ოდესმე. იმდენად უძლური იყო, რომ გამოსავალს ამაში პოულობდა.

ტირილისგან თვალები ჩასწითლებოდა და გრძელი წამწამები ცრემლების გამო ერთმანეთს ეკვროდნენ.

დახუთულობას გრძნობდა, თითოეული ამოსუნთქვისას კი ფილტვები სტკიოდა.

-ვიმედოვნებ, მხოლოდ ჟანგბადის ჩასასუნთქად ახვედი მანდ.- მის ყურამდე მალევე მივიდა ბიჭის ბარიტონული ხმა.

სწრაფად მიიხედა მისკენ და წონასწორობა ძლივს შეიკავა.

-ფრთხილად. შენი შეშინება არ მინდოდა.- ხელები მისკენ გამოსწია და აქეთ-იქით მიმოიხედა.- ჩამოხვალ?!- დარწმუმებით ჰკითხა და ტუჩებზე თბილმა ღიმილმა გადაურბინა.

ვარდისფერთმიანის ყურადღება ბიჭის თითებმა მიიქცია.

გრძელი, ხორბლისფერი, რომელზეც რამდენიმე ბეჭედი ეკეთა და ტატუებით ჰქონდა გადაფარული.

Artemia | z.mWhere stories live. Discover now