3

129 12 21
                                    

ისუნთქო, დაინახო, იგრძნო, გიყვარდეს ეს საჩუქარია, მაგრამ იყო კეთილი - ეს ნიჭია.

მაგრამ საკუთარ ხელებში მოუქცეული სიცოცხლის წამებში დასრულება ეს ცოდვაა.

ასეთები არა სიცოცხლეს არამედ დაბადებასაც არ იმსახურებენ. რატომ?! სიცოცხლე, რომელიც შეიძლება სხვისი ყოფილიყო, მათი აღმოჩნდა და იმის ძალა მოიკრიბეს, რომ ნაადრევად დაესრულებინათ. რა მნიშვნელობა აქვს დაბადებას თუ ისედაც მოვკვდებით? თანაც საკუთარი ხელებით.

ვერასდროს გავიაზრებთ ადამიანები სიცოცხლის ხიბლს, სანამ სხვა არ დაგვანახებს ამას. სწორედ ამით განვსხვავდებით სხვა ცოცხალი ორგანიზმებისგან. მათ აქვთ უნარი შეიცნონ სამყარო და დააფასონ მათი სიცოცხლე და ისინი იბრძვიან კიდევაც ამისთვის. ჩვენ, ადამიანები კი მას ვანადგურებთ, თითქოს შეგვეძლოს მისი გამოსწორება ან აღდგენა.

'ადამიანის' ტიტულის წოდებას მხოლოდ ერთეულები იმსახურებენ.

"ადამიანი, რომელიც არაფრის გულისთვის შეიძლება სიკვდილზე წავიდეს, სიცოცხლის ღირსი არ არის"

ბიჭის ბაგებიიდან ნათლად ამოვიდა ეს სიტყვები. გოგონას თვალებში არ უყურებდა, მაგრამ ამ სიტყვებს მთელი სიძულვილით იძახდა.

როდესაც ადამიანი ბრაზდება არ გეგონოთ, რომ უზარობებს ლაპარაკობს. მხოლოდ სიმართლეს, რომლის თქმაც ისე არ შეუძლია.

ახლა კი გოგონას მიმართ მხოლოდ ერთ გრძნობას - სიძულვილს განიცდიდა. ეს იმიტომ არ ხდებოდა, რომ ხელი გაარტყა, რის გამოც ახლაც ეწვოდა აწითლებული ლოყა. ეს იმიტომ ხდებოდა, რომ სიცოცხლე მისთვის განსაკუთრებული რამ იყო.

-მაშინ რატომ გადამარჩინე? თუ სიცოცხლეს არ ვიმსახურებდი, რატომ გადამარჩინე?- საკაცედან წამოდგა და ბოლო ხმაზე იყვირა. ცდილობდა ემოციები გაეკონტროლებინა, მაგრამ არ შეეძლო, რადგან პასუხი სჭირდებოდა. პასუხი იმისა, თუ რატომ იმსახურებდა სიცოცხლეს, როდესაც ყოველდღე სული უკვდებოდა. როდესაც ყოველდღე სუნთქვა უჩერდებოდა და იმ ტკივილს განიცდიდა, რასაც სიკვდილის დროსაც კი არ განიცდის ადამიანი.- უბრალოდ რატომ არ გაიარე და რატომ არ მომეცი უფლება თავისუფალი ვყოფილიყავი? არ მაინტერესებს ჩემი სიკვდილოს მერე სხვები რას იგრძნობდნენ.- შავთმიანმა თაფლისფერი ამღვრეული თვალები შეანათა.- და კი... ეგოისტი ვარ, რადგან იმდენად ცუდად ვარ, რომ სიკვდილი მინდა და ფეხებზე მკიდია ტონი, კაილი, დენი, ჰარი ან ბიჭები რას იგრძნობენ.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jun 07, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Artemia | z.mWhere stories live. Discover now