1

192 28 16
                                    

მაღვიძარას ხმა მის ყურებამდე მივიდა და მანაც თვალები სწრაფად გაახილა. მოწყობილობა, რომელიც 6 საათს უჩვენებდა გათიშა და წამოდგა. ცივმა ჰაერმა მის ტანზე სწრაფად გაიკვალა გზა და ოდნავ შეაკანკალა, მაგრამ მალევე მიეჩვია ოთახის ტემპერატურას და კარადისკენ წავიდა. დიდი დრო არ დასჭირვებია არჩევაში, რადგან მისი გარდერობის უმეტესი ადგილი კომბინიზონებსა და სხვადასხვა ფერის სვიტრებს ეკავა.

ლურჯი ჯინსის კომბინიზონი და ცისფერი ფართე სვიტერი გამოიღო, საცვალიც და პირსახოცის მიაყოლა და სააბაზანოსკენ თითის წვერებით გავიდა.

არ უნდოდა მამინაცვალი გაეღვიძებინა, რომელიც გვერდითა ოთახში იმყოფებოდა.

ვინაიდან ხმაურიანი იატაკი იყო, პატარა მოძრაობაზეც კი ხმას გამოსცემდა, რომელიც კაცს გააღვიძებდა. მას კი საკმაოდ ფხიზელი ძილი ჰქონდა.

კარები ნელა გამოაღო და დერეფნის გავლით სააბაზანოში შევიდა. ღილაკს თითი ჩამოკრა და სინათლეც აინთო. რამდენიმე წუთში თავი მოიწესრიგა და სარკის წინ დადგა. სვიტერი შიშველ და ოდნავ ნამიან სხეულზე გადაიცვა და კომფინიზონიც მოაყოლა.

მისი თმის გასწორებას დიდი დრო არ მიჰქონდა. ვინაიდან მოკლე თმა ჰქონდა, უფრო ზუსტად კი მის თავს მულეტი ამშვენებდა. ამიტომ ვარდისფერი თმა ოდნავ შეილამაზა, შუბლზე ჩამოყრილი თმის მოკლე ნაწილი თითებით შეისწორა და სააბაზანო დატოვა. ოთახში ისე ჩუმად შევიდა, როგორც გამოვიდა.

კარები მოხურა და ჩაკეტა.

ფეხზე ბათინკები ამოიცვა და სარკესთან დადგა. ვარდისფერი თმა კიდევ ერთხელ შეისწორა და გაიღიმა.

სახეზე დამატენიანებელი წაისვა. თვალებზე ლაინერით და ტუშით შემოიფარგლა, ხოლო ტუჩებზე ბზინვარებისთვის, ოდნავ მოვარდისფრო ტუჩსაცხი წაისვა, ისე რომ პირსინგი არ დაესვარა.

კიდევ ერთხელ გაიღიმა, ქურთუკი აიღო, ჩანთაც მიაყოლა და ოთახი დატოვა.

Artemia | z.mWhere stories live. Discover now