2

177 26 9
                                    

ამბობენ თვალები სულის სარკეაო... ეთანხმებით? თუ ეთანხმებით შესანიშნავია, მაგრამ თუ არა, მინდა ერთ რამეზე დაგაფიქროთ. ოდესმე შეხვედრილხართ ადამიანს, რომელსაც არ იცნობდით და უბრალოდ მზერა გაგისწორებიათ რამდენიმე წამით ან წუთით და ისეთი შეგრძნება დაგეუფლათ, თითქოს ორივემ იცით რაღაც... რაღაც იდუმალი?! თითქოს თქვენ შორის ნაპერწკალი იყო და ორივემ იგრძენით ერთმანეთის მიმართ გასროლილი მუხტები. ამას ყველა ვაიგნორებთ, რადგან ვიცით მათ ვეღარასდროს შევხვდებით. 

ხალხი ამას ერთი ნახვით შეყვარებას უწოდებს. რა ბანალურად ჟღერს... ამ სიტყვის გამოყენება და მოცემული მდგომარეობის აღწერა უკეთესადაც შეიძლება.

კლასში შევიდა თუ არა ტონიკენ გაღიმებული წავიდა და გვერდით ჩამოუჯდა. 

-სად იყავი? სახეზე აწითლებული ხარ, მოხდა რამე?- კითხვები ერთიანად მიაყარა.

-საქმეზე.- სუნთქვა დაირეგულირა.

-რამე ისეთია?- ცოტა ნერვიულობა დაეტყო, რადგან ვარდისფერთმიანი ხანდახან იმდენად უცნაურად იქცეოდა, რომ ბიჭი წუხდა. ართემია არც არასდროს ყოფილა დიდად მოსაუბრე ადამიანი, ან უბრალოდ ტონისთან არ იყო კომფორტულად. 

ყოველთვის ასე იყო. მშვიდი და წყნარი, არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი, მაგრამ ამის მიუხედავად შესანიშნავად იცოდნენ მისმა მეგობრებმა, რომ თბილი გული ჰქონდა, რომელიც 'სიყვარულით' იყო სავსე. მათთვის ესეც საკმარისი იყო.

უყვარდა მოსმენა. შეეძლო საათობით ყოფილიყო ჩუმად, მაგრამ თავად ბევრს არ საუბრობდა.

ხშირად როდესაც ტონი და ართემია ერთად მგზავრობდნენ, მათ შორის დიდი სიჩუმე იყო. ტონი არასდროს ლაპარაკობდა მანქანაში მასთან და მითუმეტეს ართემია არ იწყებდა საუბარს.

ამასობაში ზარი გაისმა, რომელიც ბავშვებს აუწყებდა, რომ გაკვეთილი უკვე დაწყებულიყო.

Artemia | z.mWhere stories live. Discover now