'You are one of god's mistakes.'
'Placebo'-ს სიმღერას ვუსმენ და როცა ამ სიტყვებს ვიგებ , მგონია ჩემს ცხოვრებაზე მღერიან.
მოღრუბლული ამინდია , ოდნავ წვიმს და გარემო ძალიან ჩუმია.
გადავწყვიტე მამა მოვინახულო.
ვფიქრობდი მასთან ყველაფერი დავამთავრე , მაგრამ ხანდახან მართლა მგონია ჯერ კიდევაა შანსი , რომ მასში იმ კაცმა გაიღვიძოს , ვინც გამზარდა.
სახლთან მისულს თავში ყველა აზრი ერთიანად მიტევდა და ვფიქრობდი ღირდა მეცადა, უფრო მეტად მაინც ვეღარ მატკენდა , მაგრამ სწორედ იქ ვცდებით , როცა ვფიქრობთ , რომ უარესი აღარ მოხდება.
გზის მოპირდაპირე მხარეს ვდგავარ და გადასვლას ვერ ვბედავ.
ვხედავ როგორ უსრულდება ჩემი ოცნება ვიღაც პატარა ბავშვს.
მამაჩემს ეხვევა , ჩემი ბავშვობის საყვარელი ბარბით თამაშობს და მამას ელოდება როდის მიაწვდის შოკოლადს.
არ ვიცი ვინაა ეს ბავშვი , არ ვიცი რას აკეთებს აქ , მაგრამ მამაჩემს ის უყვარს.
ჩემზე მეტად უყვარს.
გონება ერთიანად მებინდება , ყველაფერს ვივიწყებ და მანქანებს ყურადღებას არ ვაქცევ , გიჟივით გადავრბივარ გზაზე.
მამაჩემის შეშინებულ სახეს ყურადღებას არ ვაქცევ ისე ვგლეჯ ბავშვს ჩემს ბარბს და აცრემლებული თვალებით ვაჩერდები.
'როცა ამ ბარბით ვთამაშობდი , ვოცნებობდი ჩემს გვერდით ყოფილიყავი და მე დაგხმარებოდი სასმლის ნაცვლად.
ყოველთვის , როცა სკოლიდან ყველა ბავშვი მშობელს მიყავდა და მე ჯერ კიდევ იმედებით სავსე გელოდებოდი , ვოცნებობდი გყვარებოდი.
არასდროს მითხოვია შენგან ფული , მხოლოდ სიყვარული მჭირდებოდა.
თავიდან მომიშორე , გამანადგურე , დამანაწევრე და ბოლომდე გამწირე , ახლა კი , მოვდივარ იმის შესამოწმებლად კარგად ხარ თუ არა და ეს სურათი მხვდება.
რა დაგიშავე , მამა ?'
'ქეი , ყველაფერს აგიხსნი..'
'რას ამიხსნი ?'-ხმას ვეღარ ვაკონტროლებ და უკვე ვღრიალებ.-'იმას ამისნი რა დავაშავე ისეთი , რომ გმირიდან ნაგვად იქეცი ? მიდი, მიდი ამიხსენი !'
'ცოლი მოვიყვანე , ქეი ! ვცდილობ გამოვსწორდე , ტარა ჩემი შვილია !'
გაურკვევლად მომზირალ ბავშვს განადგურებული ვუყურებ.
მისთვის არაფერი ვარ.
ბარბს ძირს ვაგდებ და ზედ ვდგები, ვცდილობ გავჭყლიტო და ეს მაფიქრებინებს , რომ ტკივილი გამიქრება.
ბავშვი ყვირის , მაგრამ მამა ყურადღებას არ აქცევს , ჩემთან მოდის და ბარბს ისიც ჭყლეტს.
'ეს დაგეხმარება ? ეს გჭირდება ? მიდი ! თუ გინდა სახლი გადაწვი , მაგრამ გამოუშვი რასაც გრძნობ !'
'ასე როგორ გამიმეტე ? რატომ აღარ გიყვარვარ ?'
ძირს გაუაზრებლად ვჯდები და ძალიან ხმამაღლა ვტირი.
ისიც გვერდით მიჯდება , არ ვუყურებ მაგრამ ყველაფერს ვფიცავ , ტირის.
'გვიანია. შენი ცრემლები ვეღარაფერს გამოასწორებს.'-ფეხზე ვდგები და ცრემლებს უხეშად ვიშორებ.
'შვილო..'
'შენი შვილი არ ვარ ! ერთადერთი შვილი , რომელიც გაგაჩნია ეგ ბავშვია , როგორც აქამდე , ახლაც ისე დამივიწყე და არ გაბედო ჩემი სახელი ახსენო.
არც კი გაიფიქრო !'.
იქვე მდგარ ტაქსიში ვხტები და მისამართს ვეუბნები.
ისევ აქ დავბრუნდი.
საავადმყოფოში შევდივარ და გეზს ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადგილისკენ ვიღებ.
ნაცნობ ექთანს ვეძებ და როცა ვპოულობ მისკენ მივრბივარ.
'ქეი , საყვარელო ! სად დაიკარგე ?'
მერედითს ვეხუტები და ამ დროს მართლა ვმშვიდდები.
'პრობლემები , მერ. ძალიან დავიღალე, მართლა.
ახლა ერთადერთი რამ , რაც მიშველის ესაა.'
პალატისკენ ერთად მივდივართ და თან ვსაუბრობთ.
როგორც კი მერი ოთახის კარს აღებს , ყველა ერთიანად მეხვევა და მეც , რომ უკეთ მომწვდნენ , მათ სიმაღლეზე ვიხრები.
ამ საოცარი ბავშვების ჩახუტებას , რომ ვგრძნობ, ყველა ტკივილი ერთიანად ქრება.
ყველა ცდილობს ჩამეხუტოს და თან გახარებულები იცინიან.
'მეგობრებო , უნდა მაპატიოთ , მართლა ვერ შევძელი ამ დღეებში მოსვლა.'
რა თქმა უნდა , ნაწყენები არ არიან.
მერედითი საქმეს უბრუნდება , მე კი ბავშვებთან ვრჩები და მათ ამბებს ვუსმენ.
'ელენი სადაა ?'
ოთახს ვათვალიერებ და ვცდილობ ციცქნა, წითელკულულებიანი ბედნიერება ვიპოვო.
'ქი, იცი ელენს თმა აღარ აქვს.'
წამიერად ვშეშდები და სწორედ ამ დროს გაღებული კარიდან ელი შემოდის.
ვცდილობ გაოცება არ შემეტყოს მის გამო და როცა ჩემსკენ მორბის , ძალიან , ძალიან ძლიერად ვეხვევი.
'იცი, არ მინდოდა ჩემი თმა წაეღოთ , მაგრამ მითხრეს , რომ ასე უფრო კარგად ვიქნები.'
'ძალიან ლამაზი ხარ , პატარავ.'
უეცრად ღიტინს მიწყებს და დანარჩენებიც მას ეხმარებიან.
'ქეი , გახსოვს ჩვენთან ერთად თმა , რომ გადაიპარსე ?'
ამ ამბის გახსენებაზე მეღიმება.
ყოველთვის , როცა ჩემს თმებს ხედავდნენ , მეუბნებოდნენ როგორ უნდოდათ ასეთი , ჩემი თმა კი მათზე ძვირფასი ნამდვილად არ ყოფილა.
'უნდა წავიდე , მაგრამ გპირდებით მალე გნახავთ , კარგი ?'
ისევ ერთიანად მეხუტებიან და მეც ჰაეროვანი კოცნების გზავნით გავდივარ პალატიდან.
მერედითს იქვე ვხედავ და მისკენ მივდივარ.
'ელი ხომ კარგად იყო , მის თმას რა ჭირს ?'
ცდილობს თვალი ამარიდოს.
'სიმსივნე ძალიან სწრაფად ვრცელდება , ვერ ვაჩერებთ , ქეი.'
იქვე მდგარ სკამზე მოცელილი ვჯდები და ვცდილობ ვისუნთქო.სახლში შესული პირდაპირ წარბაწეულ მარიას ვაწყდები.
'აქამდე სად დახეტიალობ ?'
ხანდახან როგორ მინდა გავქრე.
'მამასთან ვიყავი.'
'კარგი , ახლა შეგიძლია სახლი დაალაგო.'
ყველაფერს ვალაგებ თუ არა , საწოლზე ვეგდები და ყველანაირად ვცდილობ ტირილი ბალიშში ჩავახრჩო.
არა , მამის გამო აღარ ვტირი.
ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ბავშვები , შეიძლება ნებისმიერ წამს გაფრინდნენ და ამის შეჩერება შეუძლებელია.
ამას ვერ გადავიტან.
დღეს ყველაზე ცუდი დღეა.
ხვალ ან ზეგ ზეინი ჩამოდის , არ ვიცი ყველაფერი როგორ წავა.
წარმოდგენა არ მაქვს რა მოხდება და ეს ძალიან მაშინებს , მართლა.ელოდეთ მესამე თავს , ტკბილებო 😉😌
YOU ARE READING
Cold souls.
Fanfiction'ხელს ვუწვდი ჩამოსართმევად , რაზეც ტუჩის კუთხეს ტეხს და გააზრებას ვერ ვასწრებ ისე მიქცევს თავის ტორებს ქვეშ. 'მიხარია შენი გაცნობა.' თმას ნაზად მიწევს ყურსუკან და იქვე მჩურჩულებს.'