BRING ME BACK TO LIFE.

1K 60 47
                                    

კითხვის პროცესში ამ სიმღერას უსმინეთ,თხოვნაა.

2 წლის შემდეგ.

ვიღაც კარზე ბრახუნს არ წყვეტს.
იმის გათვალისწინებით,რომ ღამის 3 საათია და ნიუ-იორკში ამ დროს ბრახუნი კარგ ნიშნად არ ითვლება,კარებამდე მივზოზინებ და ჭუჭრუტანაში ვიხედები.
გარეთ არავინაა.
ჰო,ეს ამერიკული საშინელებათა ისტორია ჩემს მშიშარა ხასიათს აკვდება.
უცბად არ გავუღო.
საწოლამდე თვალების ფშვნეტით მივდივარ და მოცელილი ვეცემი.
დიდად არ მაშფოთებს კარის ხმა,რადგან აქ ასეთი ამბები საკმაოდ ხშირია.
დაწოლიდან 5 წუთში ისევ ღრმად ვიჭრები სიზმრებში და როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე,პირველი რაც გონებაში მიტივტივდება და სიზმარშიც არ მაძლევს მოსვენებას,ზეინის სახეა.
აქამდე სავსებით მშვიდად მოდიოდა,ლამაზ წამწამებს მიფახულებდა და ისე ქრებოდა,როგორც გამოჩნდა.
ბოლო დროს კი ყველაფერი აირია და ჩემი სიზმრები გრეის 50 ელფერს დაემსგავსა ამ ყველაფრის პირდაპირი გაგებით..
ხანდახან მგონია,რომ სახლში დაბრუნებულს ზეინი დამხვდება,მოვუყვები ჩემს დამღლელ დღეზე და შემდეგ მის ამბებს მოვუსმენ,თუმცა 2 წლის წინ ყველაფერი შეიცვალა.
სიმართლის დამალვა და იმის წარმოდგენა,რომ მას ახლა ვეზიზღები,საშინელი რამაა და ამას ყოველ დღე უფროდაუფრო ცხადად ვგრძნობ.
'მენატრები.'
ბნელ,ჩუმ ოთახში ჩემი სასოწარკვეთილი ხმა ისმის და შემდეგ უბრალოდ ვითიშები.

2 წლის წინ:

'აზრზე არ ვარ რა ხდება,უბრალოდ მაგიჟებს ის ფაქტი,რომ ყველაფერი,რაც პრიორიტეტად ვაქციე,ტყუილია.'
ყველა ლიამის კლუბში შეკრებილიყო და ალკოჰოლის ბოთლს ჩახუტებულ ზეინს სევდიანად უყურებდნენ.
ასეთი არასდროს ენახათ.
კაცი,რომელიც არასდროს გაუგიჟებია გრძნობას,რომელიც ყოველთვის აკონტროლებდა გონებას და არავის აძლევდა მიახლოების უფლებას,ახლა სავარძელში დაპატარავებულიყო და იმდენად სუსტად გამოიყურებოდა,დანახვისთანავე მიხვდებოდით რამხელა ბრძოლა წაეგო საკუთარ თავთან.
'ასე გადაწყვიტა წასვლა?'
ნაილი ჩვეულებისამებრ ცდილობდა ამ ამბავში რამე ისეთი ეპოვა,რაც სიტუაციას სრულიად შემოაბრუნებდა.
'თქვა,რომ უბრალოდ ჩემი ფული უნდოდა.
მისი გრძნობები ნამდვილი არ ყოფილა.
ადამიანში არასდროს შევმცდარვარ.'
ხმას ვერცერთი იღებდა..ან რა იყო სათქმელი?

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jun 26, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Cold souls. Where stories live. Discover now