Somewhere in Norway.

722 42 11
                                    

ახლო მომავალში.

'ბოლო დროს ძალიან ბევრს ვფიქრობ.
დავიღალე არაფრისმომცემი ერთად ყოფნით,ტანჯვითა და იმით,რომ შენ ის აღარ ხარ,ვისაც ვიცნობდი.
ყველაფერს მოგცემ თუ რამე შენთვის ღირებული გამაჩნია,ყველაფერზე დაგთანხმდები,მაგრამ გთხოვ, ძალიან გთხოვ შენგან გამათავისუფლე.'
სიგარეტის ნამწვი ჩემს ფეხებთან ეცემა,ჩვეული კლასიკური ფეხსაცმლით აქრობს და ხელებს შარვლის ჯიბეებში იწყობს.
მისთვის დამახასიათებელი 'ჰუგო ბოსის' სურნელი ამდენი ხნის შემდეგაც უცნაურ გრძნობებს მიღვიძებს და ჩემში სრულ ანარქიას ახდენს.
'კეიტლინ, საყვარელო.'
ის ფაქტი,რომ უკვე დიდი ხანია სრული სახელით მომმართავს და ჩვეული თბილი თვალების ნაცვლად ყინულად ქცეული მზერით მეგებება,დღემდე მანადგურებს.
'გინდა შეგახსენო ვისი ბრალია ჩემი ასეთი ცვალებადობა და შენი მუდმივი ტანჯვა? ჩემს იქით წასასვლელი არ გაგაჩნია,ამაზე პირადად ვიზრუნე.
შენთვის ყველა გზა ჩემთან მოდის და ამის შეცვლის უფლებას არ მოგცემ'.

ახლანდელი დრო.

'ეცადეთ არაფერი დაგრჩეთ.
საერთოდაც,გირჩევთ ტელეფონები გამორთოთ და სრულიად განმარტოვდეთ.'
ტრიშა ჩვეულებისამებრ ბრძენი ბუსავით დარბის და რჩევებს უხვად ისვრის.
'ეგ რომელ ფილმში ნახე?'
ზეინი დილიდან ცდილობს გააბრაზოს,იმედს ვიტოვებ მოთმინება ეყოფა და წასვლამდე ცომის საბრტყელებლით არ გვაწამებს.
'სხვათაშორის,მე და ჩემი ყოფილი შეყვარებული მასე ვიქცეოდით და ამართლებდა.'
'იმიტომაც ხართ ასეთი ბედნიერი წყვილი.'
ტრიშას ნასროლი ბალიში ზეინს აჩეჩილ თმაში ხვდება და როცა ვხვდები,რომ ბუზღუნი უნდა დაიწყოს,ოთახიდან გამოვრბივარ.
ვფიქრობ უნდა დავურეკო თუ არა მამაჩემს.
ერთი მხრივ,ბიოლოგიური მამაა და უფლება აქვს იცოდეს სად ვარ და რას ვაკეთებ,თუმცა თუ სხვანაირად შევხედავთ ნაგავია და მის ცხოვრებაში ჩემი ადგილი არ მოიძებნება.
კარგი,საღამოს დავურეკავ.

Cold souls. Where stories live. Discover now