Twenty one pilots - before you start your day
სავადმყოფოს თეთრი კედლები კორიდორში მიმავალი ხალხის თვალწინ ციმციბებდა. მწარე საავადმყოფოს სუნი ღრმად მიჯდებოდა ფილტვებში, თავბრუს მიხვევდა და მანერვიულებდა.
ოცი წლის ბიჭი დერეფანში დადიოდა, ხელები უჩვეულოდ უკანკალებდა, შუბლზე კი ოფლის წვეთები უჩანდა.
-ჯონგუკ, - დაუძახა შუა ხნის კაცმა.მას თოვლივით თეთრი საავადმყოფოს ხალათი ეცვა, სახე ძლივს შესამჩნევი ნაოჭებით ჰქონდა დაფარული, ხოლო ცხვირზე ეკეთა სათვალეები მხედველობისთვის.
-გამარჯობა, ექიმო პაკ, მოხდა რამე? - იკითხა შეშფოთებულმა ჯონგუკმა.
-ცუდი ამბავი მაქვს, - მწუხარებით ამოიოხრა.
-გისმენთ, - ჯეონმა ხელები ჯიბეში ჩაიდო და ყურადღებით შეხედა მას.
-როგორ გითხრათ, - ექიმმა სათვალე გაისწორა - თქვენ ბოლო სტადიის კიბო გაქვთ, თქვენ ერთი წლის სიცოცხლე დაგრჩათ, არც მეტი და არც ნაკლები. შემოწმებაზე ორი წლის წინ, რომ მოსულიყავით ამის თავიდან აცილებას შევძლებდით. - მან მწუხარებით შეხედა და განაგრძო, - ნუ დაკრგავთ დროს. დააფასეთ თქვენი ცხოვრების ყოველი წამი, შეავსეთ იგი ნათელი მოგონებებით, ბოლოსდაბოლოს გააკეთეთ ის, რაზეც დიდი ხნის განავლობაში ოცნებობდით. გითანაგრძნობთ ჯონგუკ, შენ ამას არ იმსახურებ. წარმატებებს გისურვებთ. - პაკმა ხელი მხარზე დაადო და ისევ თავისი კაბინეტისკენ გაემართა.
ჯონგუკი ისევ ადგილზე იდგა, საავადმყოფოს დერეფნის შუაგულში პირ დაღებული. ერთი წელი? მას დარჩა რაღაც ერთი წყეული წელი? მართლა? იქნებ ეს ყველაფერი სიზმარია? ჯონგუკმა ხელზე იბრწკინა და ტკივილისგან დაიმანჭა. ეს რეალობაა.
"-რისთვის ეს ყველაფერი? რა გავაკეთე არასწორად?-ჯონგუკი სკამზე დაჯდა და ხელები სახეზე აიფარა. თვალებიდან ცრემლები მოდიოდა, რომლებიც მის ლოყებზე იკვლევდნენ გზას."
ის მართლა იმედოვნებდა გრძელ და ბედნიერ ცხოვრებას, მაგრამ რატომ მოხდა ეს ყველაფერი ასე?
ცხოვრება უსამართლოა.
რატომ მისცეს ადამიანს სიცოცხლე, როცა მაინც წაართმევენ მას?
ადრე თუ გვიან შენ მოკვდები.
და მაშინ კითხვა:" - რისთვის გაჩნდი საერთოდ? რისთვის მუშაობდი? რისთვის სწავლობდი? რისთვის შეისწავლე ეს სამყარო? რისთვის აშენებდი გეგმებს მომავლისთვის? რისთვის? იმისათვის, რომ მოკვდე? როგორც ჩანს ამისთვის..."ჯონგუკს მხოლოდ ერთი წელი დარჩა და ერთადერთი გრძნობა, რომელიც მას სურს სიკვდილამდე განიცადოს - სიყვარულია.
თუ ეს ასე არ იქნება, მაშინ, ჯონგუკმა ტყუილად იცხოვრა.
YOU ARE READING
უსასრულობაში. ||vkook.
Fiksi Penggemarარასდროს არ იცი, რით დასრულდება თქვენი მორიგი ამბავი, მაგრამ სანამ ის გრძელდება, დააფასე ყოველი მომენტი, ყოველი წამი. და გახსოვდეს:>- ეს ყველაფერია, რაც შენ გაქვს...