მესამე თავი

100 19 49
                                    

ბექიონმა სახლის კარი ხმაურიანად მიხურა და იქვე გაჩერდა. ბარგი, რომელიც ხელში ეკავა ძირს დაყარა და ღრმად ჩაისუნთქა.

-რა იყო ბიონ?-ინტერესით შეეკითხა მას დიო.

-არაფერი, მაგრამ გახსოვს ის ბიჭი გიტარით? ტყეში რომ ვიმღერე.-მიაყარა სიტყვები ბექიონმა და დიოს პასუხს დაელოდა.

-მაღალი რომ იყო, გამაღიზიანებლად დიდი? მახსოვს მერე?-ამოიფრუტუნა დიომ და იქვე მდგარ დივანზე ჩამოჯდა, თან ხელის დატყაპუნებით ანიშნა ბექის რომ დამჯდარიყო.

-ხო, ეგ და თავისი მეგობრებიც აქ არიან, ორი სახლის გამოტოვებით ჩვენგან. ბავშვებო ვაი...

-აააა აჰააჰ, პატარა ბიონი შეყვარებულია არაა?-დასცინოდა დიო ეშმაკურად ბექიონს.

-რა, რა თქვი? მე? მასზე? ის ხომ ჩემზე ოთხჯერ დიდია. მას რომ წინ დავუდგე, ის კი პირდაპირ იყურებოდეს მხოლოდ ჰაერს დაინახავს და იცი რატომ? იმიტომრომ არ გამოვჩნდები ისეთი დიდია! კარგი ხო, უბრალოდ მომეწონა.-ბოლოს მაინც აღიარა ბექიონმა და დივანს მიეყუდა.

-კარგი ბექიონ, ვის არ მოგვწონებია. აბა რამდენი არიან?-ეშმაკურად ჩაიცინა დიომ.

-მე რავიცი რამდენი არიან, გააჯვი კიონსუ.-დაიღრიალა, წამოდგა და მაცივრისკენ წავიდა.

ამ ხმაურზე დანარჩენებიც გამოვიდნენ და დიოს წინ ჩამოდგნენ, რადგან ყველა პასუხს დიოსგან ელოდა და არა ბექისგან.

-რას მიყურებთ, რა გინდათ?- გაბრაზდა დიო და დივნიდან წამოხტა.-ბექიონს მეზობელი მოსწონს.-და იღრიალა,როცა უკვე ოთახის კარებთან იყო მისული.

-რაა? ბექიონ რატომ არ გვითხარი!-სამი გაბრაზებული მზერა, მაცივართან მდგომ საყვარლად გადმობრეცილ ტუჩიან ბექის მოხვდა, მაგრამ მათზე ეს საყვარელი ლეკვის სახე არ ჭრიდა.

-მოკლედ ის ბიჭი. გიტარაზე რომ უკრავდა, მაშინ მეც რომ ვიმღერე. ჩანიოლი ქვია და თავის მეგობრებთან ერთად არის აქ.-ნაყინის ყუთს თავსაფარი მოხადა და თავისხელა კოვზით ნაყინი პირში ჩაიდო.

You're my summer memory (დასრულებული)Where stories live. Discover now