მეათე თავი

83 11 24
                                    

დრო სწრაფად გადიოდა, ან ბიჭები ფიქრობდნენ რომ ასე იყო, მაგრამ ფაქტია ვერ გაიგეს, როგორ დარჩა 1 კვირა ზაფხულის დამთავრებამდე. ყოველ დღეს ერთად ატარებდნენ, ერთად ერთობოდნენ და ერთმანეთს დაუვიწყარ საღამოებს ჩუქნიდნენ, მაგრამ ყველაფერი დროებითია...

მალე შემოდგომა დაიწყებოდა და ბიჭები თავიდან შეუდგებოდნენ ცხოვრების ჩვეულ რითმს... უნივერსიტეტი, სამსახური, გადატვირთული გრაფიკი და აღარანაირი საღამოები კოცონის წინ, ლუდის ბოთლებით.

ჩანიოლი და ბექიონი იდეალურად ატარებდნენ ერთად დროს და ბიჭებთან ერთადაც ხშირად ერთობოდნენ, მაგრამ მათთვის მარტო "დატყდომა" საუკეთესო იყო და თითქმის ყოველდღე ბიჭებისგან გარბოდნენ და სადღაც იკარგებოდნენ...

ქაის და დიოს კი ჩუმი, არც თუ ისე შესამჩნევი ფლირტი ჰქონდათ, მაგრამ ეს ფლირტიც აღვიძებდა კლუბში მომხდარ ამბავს, რომელიც რაც არ უნდა ეცადათ არც ერთს არ ავიწყდებოდა...

სეჰუნი ისევ ყველა არსებულ არსებასთან ფლირტს აგრძელებდა და ამით ერთობოდა.

ბექიონმა ბოლო ორი თვის განმავლობაში პირველად გაიღვიძა მარტო, ჩანიოლის გარეშე და თავი საცოდავად იგრძნო, ამიტომ სასწრაფოდ თავისი ტელეფონის ძებნა დაიწყო, რომელსაც მალევე საწოლის ქვეშ მიაგნო. (ავტ: არ იკითხოთ იქ როგორ მოხვდა არ ვიცი😆) სწრაფად მოძებნა ჩანიოლის ნომერი, რომელსაც გიგანტი❣️ეწერა და მასთან დარეკა.

-გამარჯობა ბექ.-მძინარე ხმით უპასუხა ჩანიოლმა ტელეფონიდან.

-დილამშვიდობის, როგორ ხარ?-იკითხა და ლეკვის სახე მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ჩანიოლი ვერ ხედავდა.-მალე გამოდი ჩემთან, ან მე გამოვალ, ან სადმე სხვაგან შევხვდეთ, რადგან უკვე ძალიან მოვიწყინე ბლაჰჰ...

-მოვწესრიგდები და სადმე გავიდეთ. 15, ან 20 წუთში მოგწერ და გნახავ კარგი?-მზრუნველი ხმით იკითხა ჩანიოლმა და ბექიონის საყვარელ თანხმობას დაელოდა.

Bạn đã đọc hết các phần đã được đăng tải.

⏰ Cập nhật Lần cuối: Jul 25, 2020 ⏰

Thêm truyện này vào Thư viện của bạn để nhận thông báo chương mới!

You're my summer memory (დასრულებული)Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ