Ghost from childhood

1.3K 43 4
                                    


Olivia's P.O.V.
-მეთერთმეტე კლასს დასრულებულად ვაცხადებ!- გაისმა მის ჰენრის ხმა.

-მოხარული ვარ, რადგან გამოცდებში არც ერთი მოსწავლე არ ჩაიჭრა და დღეს, ამ საღამოს, ყველა მეთერთმეტე კლასელი უკლებრივ ესწრება ჩვენს შეკრებას.
დიდ მადლობა ასეთი ნაყოფიერი წელიწადისთვის. -სათვალე შეისწორა და ღიმილით გადახედა დარბაზს.
-ახლა კი, მინდა სცენაზე მოვიწვიო ის ოქროს შვიდეული, რომელთა შემადგენლობაშიც შედიან ბავშვები, რომლებმაც გამოცდები უშეცდომოდ ჩააბარეს. - ღრმად ჩავისუნთქე და დაველოდე ჩემი სახელის გამოცხადებას.

-პირველ ადგილს ჩვენს სიაში იკავებს ოლივია ბრაუნი. -თვალები გამიბრწყინდა და ალბათ ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი ამხელა სიამაყე საკუთარი თავის მიმართ.

-იმასთან ერთად, რომ მან გამოცდა უშეცდომოდ დაწერა, უნდა ავღნიშნო ის ფაქტიც, რომ მას სულაც არ დასჭირდა გამოცდისთვის განკუთვნილი ორი საათი.
მის ბრაუნმა ფურცელი 47 წუთში ჩაგვაბარა. -ტაშის ხმამ ყურებში სასიამოვნოდ შეაღწია და უფრო ამაყი ნაბიჯებით მივიწიე მის ჰენრისკენ.

მის ჰენრიმ ოქროს მედლით დამაჯილდოვა, თუმცა სცენის დატოვების უფლება მანამ არ მომცა, სანამ შვიდივე ბავშვი მწკრივში არ დაგვაყენა.
სანამ ის სხვადასხვა გვარებს ასახელებდა მე დარბაზის დათვალიერება დავიწყე და ჩემს მეგობრებსაც მოვკარი თვალი.
მახარებდა ის ფაქტი, რომ ისინი ჩემს გვერდით იყვნენ ასეთ მნიშვნელოვან დღეს.

თვალი მოვავლე დედას და მამას,რომლებიც განსაკუთრებული აღტაცებით შემომყურებდნენ. სუსტად გავუღიმე და სტუმრებს მზერა მოვაცილე, მაგრამ თითქოს განსაკურებულად მომხვდა თვალში ერთი ადამიანი. ვაპირებდი მზერა ისევ მისკენ მიმებრუნებინა, მაგრამ ბავშვები სცენიდან ჩასვლას იწყებდნენ, ამიტომ მეც გამოვფხიზლდი და რიგს დავეწიე.

ცერემონიის დასრულების შემდეგ, საშუალება მომეცა ამ სცენას გავცლოდი, ამიტომ მეც პირდაპირ ჩემი მეგობრებისკენ ავიღე გეზი.

-ხალხნო, ძლივს! - დაქანცული ცალ ფეხს დავეყრდენი და ღიმილით მოვავლე თვალი ჩემს სამეგობროს.

-არც კი მჯერა, ასეთი ჭკვიანიც არ მეგონე. - სიცილით წარმოთქვა ნაილმა.

-ნაილ! - ყალბი სიბრაზით გავხედე და მსუბუქად მივარტყი ხელი მხარზე.

-ვერც წარმოიდგენ რამხელა სიამაყე ვიგრძენი შენი სახელი და გვარი რომ გამოაცხადეს. -ზურგიდან მომეკრო ლიამი.

-თქვენ კი ვერ წარმოიდგენთ როგორ გამიხარდა დარბაზში რომ დაგინახეთ. -გავიღიმე და ყველას მადლიერი მზერა მივაბყარი.

-იმედი მაქვს არ იფიქრე, რომ ამ დღეს გამოვტოვებდით. -თითქოს წყენით ჩაილაპარაკა ლილიმ.

ვაპირებდი ღიმილნარევი მზერა დარბაზის სხვა სტუმრებზე გადამეტანა, მაგრამ ლიამის უკან სილუეტი შევნიშნე, რომელმაც კვლავ მიიბყრო ჩემი ყურადღება.
ლიამი ოდნავ მარცხნივ გაიწია და ახლა მისი სახეც გამოჩნდა.
ერთმანეთს შევხედეთ,მან კი თავისი საფირმო დამცინავი ღიმილი აიკრა სახეზე.

გავშრი. დაბნეულობა, ბრაზი და წყენა ერთდროულად დამეტყო სახეზე და ერთადერთი რაც მინდოდა სახლში წასვლა იყო.
- - - - - - - - - - - - - - - - -
Love,Mash.

Shallow|| Harry Styles(Completed)Where stories live. Discover now