Everyone Deserves The Truth.

414 29 8
                                    

Olivia's P.O.V.
ვაპირებდი თვალი არ გამეხილა. მობეზრდებოდა პალატაში ყოფნა და გავიდოდა, მაგრამ უკვე ნახევარი საათია თავს ვაჩვენებ, რომ მძინავს.

-მაპატიე... -ჩაილაპარაკა და ვიგრძენი ჩემს ხელზე მისი ცრემლი.
ჰარი და ტირილი? ორი ძალიან შორს მყოფი რაღაცაა.

-რა გაპატიო ჰარი, საპატიებელი მაქვს რამე? რა მნიშვნელობა აქვს, ყოველ ჯერზე იგივეს აკეთებ. -შევეცადე ძლიერი გამოვჩენილიყავი, მაგრამ ყველაფერმა ერთად მიმტყუნა და მაინც ჩამომიგორდა ცრემლი.

-გთხოვ, ნუ ტირი, ძალიან გთხოვ. არ ვიმსახურებ შენს ცრემლებს. -ჩამეცინა.

-არც ჩემს სიყვარულს არ იმსახურებ, მაგრამ ვერაფერს შევცვლი. -ვუთხარი და ახლა გავიაზრე რა სისულელეც წამოვროშე. ღმერთო, არ უნდა გაეგო. რა დებილი ვარ.

-მაგრამ...

-ჰარი, შენი სიყვარული როგორც ხედავ ცუდის მეტს არაფერს მაძლევს.
იმსახურებ იცოდე : მიყვარდი, ახლაც მიყვარხარ. ყოველთვის გექნება ადგილი ჩემს გულში. მიტირია შენსგამო, მტკენია შენსგამო და კიდევ ბევრჯერ მეტკინება, როცა დაგინახავ, რადგან ყველა მოგონებას ახლიდან მიღვიძებ.

ადრე მეგონა, შენთვის იმდენადვე მნიშვნელოვანი ვიყავი, როგორც შენ ხარ ჩემთვის. შეუძლებელია დაივიწყო ისეთი სიყვარული, რომელიც შენ განმაცდევინე. ისევ გელაპარაკები, მიზეზიც კი არ ვიცი იმისა, თუ რატომ, მაგრამ ასეა.

მაპატიე, რომ იძულებულს გხდი ახლა აქ იჯდე და ეს შენთვის უმნიშვნელო სიტყვები ისმინო, უბრალოდ მინდა ამ სიტყვებით შეძლებისდაგვარად გასწავლო, რომ როცა სხვა გოგოს გაიცნობ და მართლა მთელი გულით შეიყვარებ, იგივე შეცდომა არ დაუშვა. მე ვიცი, რომ ჩვენ ვერასოდეს ვერ ვიქნებით ისევ ისე, როგორც წლინახევრისწინ, მაგრამ მე ყოველთვის ვიგრძნობ იგივეს.

-ძველი დრო გახსოვს? -ჩამეცინა.

-როფორ შემიძლია ეგ დავივიწყო? როგორ დავივიწყო რომ "მე და შენ" ოდესმე არსებობდა? ყველა წინადადება, რაც ოდესმე გითქვამს, ყველა სიმღერა, რაც ოდესმე ჩემთვის გამოგიგზავნია, ყველა ზარი და მესიჯი. ბევრს ნიშნავდა და მტკინვეულია, როცა ამ ყველაფრის გაშვება გიწევს. ვერ მოვიქცევი ისე, თითქოს ეს არასდროს მომხდარა..ამდენი თვე, მოგონებებით სავსე...

Shallow|| Harry Styles(Completed)Donde viven las historias. Descúbrelo ahora