Olivia's P.O.V.
დილით ჩვეულებრივზე ადრე გამეღვიძა, ფაქტიურად ღამე იყო. ბევრი წრიალის შემდეგ გადავწყვიტე სარბენად წავსულიყავი.აბაზანაში შევედი, მოვწესრიგდი და კარადასთან დავდექი. მალევე ვიპოვე სავარჯიშო სპორტულები. ტელეფონი და ყურსასმენები ავიღე, მაცივრიდან წყლის ბოთლი გამოვიღე და ნომრიდან გამოვედი.
ჯერ კიდევ ბნელოდა, მაგრამ ტელეფონის საშუალებით დავადგინე, რომ 15 წუთში მზე ამოსვლას დაიწყებდა, მე კი გადავწყვიტე მზის ამოსვლისთვის მეყურებინა.
სიმღერა ჩავრთე, ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე, ხოლო წყალი მარჯვენა ხელში დავიჭირე. ნელ-ნელა დავიწყე სირბილი, მაგრამ დროთა განმავლობაში ვასწრაფებდი.
სასტუმროსგან საკმაოდ შორს ვიყავი გამოსული, როცა შევამჩნიე თენდებოდა, ამოტომ მეც ცოტა ხნით დასვენება გადავწყვიტე და მდელოზე დავეშვი. სულ რაღაც რამდენიმე წუთში ჩემს წინ ულამაზესი სანახაობა გადაიშალა. აქამდე რატომ არასდროს გამჩენია მზის ამოსვლის ყურების სურვილი?
ორსაათნახევრიანი სირბილის შემდეგ სასტუმროში დავბრუნდი, შხაპი მივიღე და გადავწყვიტე სასაუზმოდ რომელიმე გარე კაფეში გავსულიყავი. სასტუმროსთან ახლოს ვიპოვე ძალიან პატარა და მყუდრო ადგილი, ამიტომ მეც იქ შევედი. ძალიან სასიამოვნო ატმოსფერო იყო. პატარა მაგიდასთან დავიკავე ადგილი, რომელიც ფანჯარასთან იდგა. ღიმილით მომიახლოვდა პატარა ქერა გოგონა და მენიუ გადმომცა.
მეც არ დავაყოვნე, მენიუს თვალი უცბად გადავავლე და საუზმე შევუკვეთე.ტელეფონი ამოვიღე და გადავწყვიტე ინსტაგრამი მენახა. თუმცა გვერდით ვიღაც მომიჯდა, ამიტომ თავი ავწოე და ეგრევე მწვანე თვალებს შევეჩეხე. ისევ ჰარი?-ასე ადრე აქ რა გინდა?
-დიდი ხანია გამოსული ვარ, სტაილს.
-რატომ?
-ვალდებული არ ვარ ანგარიში გაბარო და საერთოდ, შეგიძლია სხვა მაგიდასთან გადაჯდე.
-აქაც მშვენივრად ვარ.
-რა გინდა?
-ლივ, ხომ ვიყავით კარგად იმ დღეს. რატომ დაიწყე ისევ ერთი და იგივე?
-შემიძლია შეგახსენო მიზეზი, თუ უკვე მარიხუანამ იმ დონეზე იმოქმედა შენს ტვინის უჯრედებზე, რომ მეხიერება დაგიქვეითდა. -ჰარიმ თვალები აატრიალა და სახე გაამკაცრა.
-დღეს იმ ტეოს არ ნახავ.
-არ მახსოვს უფლება მეთხოვოს შენგან.
-მისლი უბრალოდ არ გაართულო და დამიჯერე.
-რა უნდა გავართულო ჰარი? შენ ვერ დამიშლი.-მთელი საუზმე მისი მკაცრი გაფრთხილებები მესმოდა. საბოლოოდ გადავიხადე და წამოვედი. ნომერში შესვლისას ტელეფონზე მესიჯი მომივიდა. ჩავიღიმე და გოგოების გასაღვიძებლად დავიძარი.