「1」

131 15 8
                                    

1932 წელი, 11 სექტემბერი.

შემოდგომის თბილი სიო ნაზად შლის ვერანდაზე გამოსული ყმაწვილის შავ, ფაფუკ თმებს. ყვავილების ტკბილ სუნში თამბაქოს მწარე სუნი ერევა. ახალგაზრდა ყალიონს ეწევა და ჩაფიქრებული სახით პატარა გუბურას გაჰყურებს, რომელშიც მტრედებს თავი მოუყრიათ და ტკბილად შეჰღუღუნებენ ერთმანეთს. ვერანდაზე დახვეწილ კაბაში ჩაცმული გოგონა მოაბიჯებს და მამაკაცს დაჟინებით უმზერს, უახლოვდება და მის წინაშე ქედს იხრის.

-ბატონო ჯონ~

წელში სწორდება, კისერს ისე აყენებს, როგორც ამას ეტიკეტი მოითხოვს და დისტანციით დგება მამაკაცისგან.

ჯონი სხეულიდან მძიმე ბოლს ანთავისუფლებს და ახალგაზრდა ქალბატონს ესალმება ისე, რომ ზედაც არ უყურებს.

-მოგესალმებით ლედი

წამში მოსამსახურეები ჩნდებიან ვერანდაზე და იქვე მდებარე პატარა წნულის მაგიდაზე მსუბუქ საუზმეს აწყობენ ჩაისთან ერთად. დიდგვაროვნებს მოუხმობენ და თავის დახრით ადგილს ტოვებენ.

ბატონი ჯონი ლედისკენ ტრიალდება, ხელს უწვდის მაგიდისკენ და წინ მიუძღვება თავაზიანობის გამო. მის სკამს წევს და მოთავსებაში ეხმარება, თვითონ მის საპირისპიროდ ჯდება. ისევ ყალიონს ქაჩავს და ბნელი თვალებით უყურებს მის წინ მოსაუზმე ქალს.

დაჟინებული მზერისგან შეწუხებული ქალი ცდილობს უხერხული სიტუაციის განტვირთვას და საუბარს იწყებს.

-ბატონო ჯონ დღეს მე და ჩემი მსახური ქალაქის მთავარ მოედანთან ვიყავით, იქ კი ლაპარაკობდნენ, რომ თქვენ ახალი პროექტის წამოწყებას აპირებთ.

ჯონი ისევ ჩუმად უემოციო სახით უყურებდა ქალს, რომელიც პასუხის მოლოგინში გამალებით უცქერდა მას.

-ლედი ჯია, ვგონებ თქვენ მოედანზე ქორწილის ამბების მოსაგვარებლად იყავით~

ჯიას ლოყები წითლად შეეფაკლა და თავი დაბლა დახარა, ბატონი ჯონი მართალი იყო... მან ჯიას მიახვედრა, რომ მისი ცნობისმოყვარეობა აქ უადგილოა. ჯონი ფეხზე წამოდგა და უკან მოუხედავად დატოვა მის წინ თავდახრილი ქალი.

ისინი მალე უნდა დაქორწინდნენ, მაგრამ ეს მხოლოდ გარიგების გამო მოხდება. მხოლოდ იმიტომ, რომ ჯონგუკის ბიძამ ქალბატონი ჯიას ნათესავი მოკლა. უფროსები ფიქრობენ, რომ ამ ორ ოჯახს შორს ურთიერთობა მხოლოდ ასეთი დანათესავებით მოგვარდება.

არა, ჯონგუკს არ ყავს პარტნიორი, რომლის გამოც შეიძლება გული დაწყდეს. ჯონის ერთადერთი სადარდებელი ამჯერად მისი ექსპერიმენტებია, რომლებიც არცისე წარუმატებელია.

ჯონი მოსამსახურეს შავ ცხენს ართმევს და ერთ თანმხლებთან ერთად, სწრაფი ჭენებით მიიწევს სამეცნიერო კოშკისკენ. უკვე იქ მისული სწრაფი ნაბიჯებით მიიწევს იმ ოთახისკენ, სადაც მისი ყველაზე საინტერესო "ექსპერიმენტი" ელოდება. ეს არის ქალი რომელსაც სიმსიმნე აქვს. ისინი მუდმივად ცდილობენ მისთვის ტკივილის შემსუბუქებას და სამკურნალო წამლის გამოგინებას. ამ ქალზე საცოდავი კი მისი ახალგაზრდა ვაჟია, რომელიც სამეცნიერო კოშკის წინ თითქმის ერთი კვირაა ფეხმოუცვლელად არის და ევედრება მათ დედის გადარჩენას, რომელიც მისთვის ერთადერთია.

დღეს მან გონება დაკარგა კოშკის წინ და მისი შიგნით შეყვანა მოუხდათ. რა თქმა უნდა ჯონგუკი დაინტერესდა მისი მდგომარეობით.

-ბატონო ჯონ, ეს ის ბიჭია კოშკის წინ მუხლებზე რომ იდგა, როგორც ჩანს ის სტრესის და უძილობის გამო გახდა ცუდად.

ჯონგუკმა შეხედა ბიჭის სხეულს, რომელსაც ლოყები ჩავარდნონდა და თვალები ჩაშავებოდა. ექიმებს უბრძანა

-მასზე ზედამხედველობა არ შეწყვიტოთ და როდესაც გამოფხიზლდება უთხარით, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში ნახავს დედამისს, თუ მიტანილ საკვებს მიიღებს.

ჯონმა ოთახი დატოვა და მთავარ მეცნიერთან გაეშურა, რომელსაც ახალი იდეა ჰქონდა ადამიანის დროში მოგზაურობასთან დაკავშირებით. ჯონგუკს საკმაოდ საინტერესოდ ეჩვენა ეს ხმამაღალი განაცხადი, ამიტომაც პირადად და საკმაოდ სერიოზულად დაინტერესდა ამ კვლევით.

_________

ვიმედოვნებ მშრალი თავი არარის და დაგაინტერესებთ თავები მალე დაიდება და ღა თქმა უნდა არის ჯიგუკზე ფიკი გაგრძელდება თუ არა არის დამოკიდებული თქვენს შეფასებაზეე🥰❤️❤️❤️

TIME SKIP Where stories live. Discover now