「3」

5 0 0
                                    


სუჯინი თვალებს ვერ უჯერებდა. ბატონ ჯონს ისეთი ლამაზი ვილა ჰქონდა... მიწის ყოველი სანტიმეტრი იდეალური დეკორაციებით იყო გაფორმებული. ჭიშკარში შემოსვლისას თითქოს სხვა, ნათელ სამყაროში მოხვდნენ. აქ ყველა ბედნიერებით იყო სავსე. ხალხი გარშემო ფუსფუსებდა, შორიდან ვიღაცის მხიარული ღიღინიც კი ისმოდა. ამ ყველაფრის შემხედვარე ჯონის მიმართ ის უფრო მეტად განიმსჭვალა ნდობით. ახლა უკვე ბედნიერი იყო, რადგან დედამისი ასეთი ადამიანის ხელში აღმოჩნდა.

- ბატონო ჯონ თქვენი ვილა არაჩვეულებრივია, აქ ბედნიერება იგრძნობა.

- დიახ, მალე ჩემი ქორწილია, ვფიქრობ ჩემსგარდა ყველა ბედნიერია ამით.

ჯონგუკმა ძალდატანებით გაიღიმა და ნაბიჯს აუჩქარა, სუჯინს წინ გაუძღვა. ბიჭი დაბნეული შეყურებდა მეცნიერის ზურგს და მის ნათქვამზე ფიქრობდა, უფრო მეტად რწმუნდებოდა იმაში, რომ თვით იდეალურობაშიც კი არსებობს დიდი ხარვეზები, მაგრამ ბევრისგან ეს შეუმჩნეველი რჩება.

ისინი ჯონგუკის კაბინეტში ჯდებიან. ჯონი საკმაოდ კონცენტრირებულად გამოიყურება, ცდილობს კარგი სიტყვები შეარჩიოს მასთან ლაპარაკის წამოსაწყებად.

- სუჯინ, პირველ რიგში რაც მაინტერესებს, თქვენ პაკების საგვარეულოდან ხართ ხომ ასეა?

- დიახ - სუჯინი მიხვდა საითაც მიდიოდა საუბარი და უხერხულად შეიშმუშნა.

- მაგრამ თქვენ მარტო იყავით სამეცნიერო კოშკთან რამდენიმე დღე.

- დედას ავადმყოფობის ამბავი არავინ იცის ჩვენს ვილაში, არც მე ვიცოდი, მანამ სანამ დედას ჩემს მკლავებში გული არ წაუვიდა. მათ არ იციან ჩვენი ადგილსამყოფელის შესახებ. ერთი კვირა რაც დედა თქვენთანაა, მე მათ არ შევხმიანებივარ. ალბათ ზოგი ღელავს და გვეძებს, ზოგს კი უხარია და ნატრობს, რომ აღარ გამოვჩნდეთ მათ ცხოვრებაში.

სუჯინმა სევდიანად გაიღიმა და მისი უხერხული გამომეტყველების დასაფარად კუთვნილი ჭიქა აიღო და ჩაი მოსვა. ჯონი გაკვირვებული იყო სუჯინის ნათქვამით, პაკების განთქმულნი არიან, როგორც ერთ-ერთი მშვიდობიანი საგვარეულო ბუსანში, აქამდე შიდა განხეთქილების შესახებ არავის არაფერი უთქვამს.

- სუჯინ მაპატიეთ მე ეს არ ვიცოდი, თქვენთვის არ მითქვამს... მე მოსამსახურე გავაგზავნე თქვენს ვილაში და მოვითხოვე, რომ თვით პაკ ჯივონისთვის ეთქვათ ეს ამბავი. მე მას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი რომ ამჯერად საგვარეულოს ის მართავს. იმედი მაქვს ამასთან პრობლემა არ გაქვთ.

ჯონგუკმა მომლოდინედ შეხედა სუჯინს, რომელსაც თვალები დახრილი ქონდა და თავის ქვედა ტუჩს კბენდა.

- ა..არა ჯივონთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, ის ჩემი უფროსი ძმაა... ნახევარძმა. ჩვენ კარგად ვართ ერთად მაგრამ მას დედაჩემი არ უყვარს. ფიქრობს, რომ დედაა დამნაშავე იმაში, რომ დედამისი და მამა ერთმანეთს დაშორდნენ.

- ოჰ ვწუხვარ ამის გამო. სუჯინ, ვფიქრობ ის მალე აქ იქნება, მანამდე გთხოვთ დაისვენოთ, მოსამსახურე გაჩვენებთ სტუმრების ოთახს.

ჯონმა გაიღიმა, როდესაც სუჯინი წამოდგა და თავი თავაზიანად დაუხარა. ჯონგუკმა ყალიონის შეკეთება დაიწყო. ჩაფიქრებული იყო როდესაც ეწეოდა ტკბილ წარსულში გადაისროლა მოგონებებმა როგორ მიჰყავდა ხოლმე დედას ტბაზე დილიდან დაღამებამდე იქ იყვნენ მისი ხელით მომზადებულ საჭმელს როგორ გემრიელად შეექცეოდა დედის ღიმილს არაფერი შეედრება ამ ქვეყანაზე, როდესაც ის სიამაყით გიღიმის, როცა ის ამაყობს რომ შენი დედა ჰქვია ნაპასს მძიმედ ისუნთქავს

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Dec 10, 2022 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

TIME SKIP Where stories live. Discover now