ჯონგუკი, ქაღალდებით ხელში, მეცნიერის ოთახისკენ მიიწევს და ათასი აზრი უტრიალებს თავში, რა შეიძლება იყოს ბატონი ვუკის გეგმა. უკვე კარებთან მისული ღრმად ისუნთქავს და ოთახში იჭრება, იქ მყოფებს თავს მსუბუქად უკრავს და მთავარ მეცნიერთან მიდის.- ვუკ, მოუთმენლად ველი თქვენი პროექტის განხილვას.
- დიახ ბატონო, ახლავე.
მეცნიერი საქაღალდეებთან მიდის და იქედან უამრავი ფურცლით ბრუნდება უკან.
- ბატონო ჯონ, აქ ყველაფერი დეტალურად წერია. მე ვიცი, რომ ეს ამბიციურია ჩვენი რესურსებისთვის, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ჯერ ცხოველებზე ვცადოთ...
- რაში მდგომარეობს ექსპერიმენტის არსი?!
- ექსპერიმენტის მიზანია ადამიანის სხეულმა უცვლელად გაუძლოს წლებს და შესაძლოა, საუკუნესაც კი.
ჯონი ამ ფრაზის წარმოთქმისას ფურცლებში იყურებოდა და თავს უქნევდა მეცნიერს, მაგრამ წამებში მისი ნათქვამი გაიაზრა თუ არა, მაშინვე ფეხზე ელვის სისწრაფით წამოდგა.
- ვუკ, განა თქვენ ფიქრობთ, რომ ეს შესაძლებელია? კი მაგრამ, როგორ ეს წარმოუდგენელია ჩემთვის.
- არსებობს რამდენიმე ნივთიერება და მეთოდი, რისი საშუალებითაც ადამიანის სხეულს შეუძლია პირვანდელი პოზიციის შენარჩუნება.
- რომელ ნივთიერებებზეა საუბარი?
- მოდით პირდაპირ საქმეზე გადავალ და აღარ მოგაწყენთ. მე მივიჩნევ, რომ ყველაზე ეფექტური თაფლი და ყინულია. ისინი შედგებიან ისეთი რაღაცებისგან, რაც ხელს უშლის ლპობის პროცესს და ინახავს მას ისეთს, როგორიც არის.
- და თქვენ გაქვთ ამის დამამტკიცებელი საბუთები ვუკ?
- ბატონო ჯონგუკ, მე ყველაფერი შევამოწმე, სანამ ასეთ განცხადებას გავაკეთებდი ისეთ პიროვნებასთან, როგორიც თქვენ ხართ. თუ თქვენ ამ საბუთების წაკითხვის შემდეგ დაინტერესდებით, ჩვენ შეგვიძლია ერთობლივად ჩავატაროთ ეს ექსპერიმენტი. ხომ გესმით, რომ შესაძლოა მსოფლიოში ამან გადატრიალება გამოიწვიოს, თუ ეს გამოვა.
YOU ARE READING
TIME SKIP
Fantasyსამეცნიერო, წარუმატებელი ექსპერიმენტი, რომელიც დაუჯერებლად ძლიერი სიყვარულის დასაბამი ხდება.