1 თავი

2.5K 120 15
                                    

ნინის თვალთახედვა:
ჩვეულებრივი ცხოვრება მაქვს, ისეთი როგორიც ყველას.არც რაიმე მნიშვნელოვანი მაქვს მოსაყოლი... იმის გარდა რომ ამერიკაში გადმოვედი საცხოვრებლად მშობლებთან ერთად უკეთესი ცხოვრების დასაწყებად. 2 დღეა რაც ამერიკაში ჩამოვედი და აქ ყველაფერი განსხვავებულია. ძალიან ბევრი ადამიანი ოცნებობს ამერიკაში ცხოვრებაზე, თუმცა მე არასდროს მიოცნებია ამაზე. მერჩივნა საქართველოში ერთ პატარა მშვიდ უბანში მეცხოვრა და წყნარად გამეტარებინა ცხოვრება. არ ვიცი ახალ გარემოს როგორ შევეჩვევი და ეს ფაქტი ცოტა მაშინებს. გარეთ გასვლა გადაგწყვიტე ჩავიცვი

 ქვევით ჩავედი სადაც დედა და მამა დამხვდნენ მათთან მივედი:- დარწმუნებული ვარ შეეჩვევი აქ ცხოვრებას- თქვა დედამ

Hoppla! Dieses Bild entspricht nicht unseren inhaltlichen Richtlinien. Um mit dem Veröffentlichen fortfahren zu können, entferne es bitte oder lade ein anderes Bild hoch.

ქვევით ჩავედი სადაც დედა და მამა დამხვდნენ მათთან მივედი:
- დარწმუნებული ვარ შეეჩვევი აქ ცხოვრებას- თქვა დედამ.
- რათქმაუნდა, აქ ხომ ყველაფერი ბევრად კარგია- დაეთანხმა მამაც.
- მე ცოტახნით გარეთ გავალ- გავუღიმე,
სახლიდან გავედი და კიბეზე ჩამოვჯექი. ყურსასმენები გავიკეთე და გარემო შევათვალიერე, რომელიც ოდნავადაც არ მაგონებდა თბილისს. ფიქრებში გართულმა ვერ შევამჩნიე როგორ მოვიდა ჩემთან ქერა ცისფერთვალება გოგონა სანამ სახესთან ხელი არ ამიფრიალა. ყურსასმენი მოვიხსენი.
- ბოდიში, ფიქრებში გართული ვიყავი და ვერ შეგამჩნიე.- ვუთხარი ინგლისურად. კიდევ კარგი ინგლისური კარგად ვიცი...
- მივხვდი, არ ჩანხარ გუნებაზე. ცვლილებების ბრალია?
- ჰო, უბრალოდ ჩემი ქვეყანა მენატრება...
ზოგადად არ ვარ კომუნიკაბელური ადამიანი ,მაგრამ ამ გოგოსთან გავიხსენი ან უბრალოდ ჩემი დარდის ვინმესთვის გაზიარება მინდოდა და 
ის შემრჩა ხელში.
-საიდან ხარ?
- საქართველოდან ვარ.
- ვიცი ეგ ქვეყანა.როგორც ვიცი ძალიან პატარაა...
- მართლა?-იმ ფაქტმა, რომ ჩემი ქვეყნის შესახებ იცოდა ძალიან გამახარა.
- ჰო ეს ალბათ იმის ბრალია რომ ისტორია და გეოგრაფია მიყვარს. მოკლედ მე ელი მქვია- ხელი გამომიწოდა
- ნინი.- მეც გავუწოდე და ჩამოვართვი.
- მიხარია შენი გაცნობა. მე შენი მეზობელი ვარ, შენს პირდაპირ სახლში ვცხოვრობ.- წინ მდგომ სახლზე მიმითითა.
- აჰამ კარგია.
- თუ გინდა გავისეირნოთ, რაღაცებს დაგათვალიერებინებ.
- კარგი.
ელი კარგი გოგონა ჩანს, სეირნობისას მის შესახებ ცოტა გავიგე... გავიგე რომ ჩემნაირად დედისერთაა, მშობლები გაშორებულები არიან და დედასთან ერთად ცხოვრობს. საბოლოოდ mc-ში შესვლა გადავწყვიტეთ. შიგნით შესული ელი უცებ უკან გამობრუნდა, თითქოს რაღაც ძალიან ცუდი დაინახა.
- მოდი აქედან წავიდეთ - მითხრა მან
- რატომ?
- ეი ქერავ, ლეზბოსელი დაქალის გარდა კიდევ გყოლია მეგობრები? თუ ესეც შენი დაქალის შეყვარებულია? ან იქნებ შენი? მიხვდი რომ ბიჭები არ შემოგხედავენ არა?- გავიგე ვიღაც ბიჭის ხმა და მისკენ გავიხედე. ცინიკურად იღიმოდა და მისი მეგობრებიც აყვნენ ერთის გარდა... ამ ღიმილს წამებში მოვუშლი სახიდან!
- ვერ ხვდები რომ შენი მეგობრები ძალით იცინიან შენს ხუმრობაზე რადგან არ გაწყენინონ? -ვუთხარი მწარედ და ბიჭმა გაკვირვებულმა შემომხედა. აშკარა იყო, რომ არ ელოდა.
- უკაცრავად?- ჩემსკენ სვლა დაიწყო.
- ნინი ჯობია წავიდეთ. -მექაჩებოდა ელი
- არა მოიცადე.
- ანუ ნინი.. ისე ლამაზი თვალები გაქვს, იმედი გამიჩნდა რომ მისნაირი არ ხარ. - მითხრა და თავის ჭკუით შარმიანად შემომხედა.
- ტიპიური fuck boy ხარ, სხვებისგან არაფრით განსხვავებული, ასევე ადამიანებთან მიმართვაც უნდა დახვეწო, ადამიანს ორიენტაციის გამო "ეღადავები"? და შენ რითი ხარ მასზე უკეთესი?
- თუმდაც იმით რომ მე ყველანაირი გოგოს შებმა შემიძლია, თუ გინდა ვცადოთ...- თვალი ჩამიკრა და გაიღიმა.
- არასწორ ადამიანს არჩევ. მოკლედ გეტყვი არავის პირადი ცხოვრება შენი განსახილველი არ არის, რჩევას მოგცემ: შენს ტრაკს მიხედე. - ბიჭების სიცილი გავიგე და მეც ჩამეღიმა.
- წარმოდგენა არ გაქვს ვინ ვარ არა ლამაზო?
- არც მინდა ვიცოდე, გაფრთხილებ ჩემს მეგობარზე რამე ცუდს თუ იტყვი მწარედ განანებ.
- ძალიან შემეშინდა, ჩემს გადამტერებას არ გირჩევ.- მითხრა მან და ჩემთან ახლოს მოიწია იმის ფიქრით, რომ შემეშინდებოდა. მეც ასე მოვიქეცი და თვალებში ჩავხედე.
- მეც იგივეს ვიტყოდი.- ვუთხარი და წამოვედი
- ისევ შევხვდებით- მომაძახა მან
- მოუთმენლად ველი.
ელი შოკირებული სახით მიყურებდა.
- იცი ეს ბიჭი ვინ არის? დილან პარკერი სკოლაში ყველაზე პოპულარულია, ყველა მასზე გიჟდება, ასეთ ლაპარაკს ვერავინ უბედავს.
- არ მაინტერესებს ვინ არის, ამის შემდეგ არცერთი სიტყვა აღარ შეარჩინო, კარგი?
- მადლობა.- მითხრა მოკლედ და გამიღიმა
ბავშვებო საცდელი თავია, კომენტარებში დაწერეთ ღირს თუ არა გაგრძელება ❤️

changes/ცვლილებები(დასრულებულია)Wo Geschichten leben. Entdecke jetzt