5 თავი

1.6K 93 9
                                    

გავემზადე

 შემდეგ კიქვევით ჩავედი- ნინი მოდი ისაუზმე მითხრა დედამ- არ მინდა, სკოლაში შევჭამ- ანუ მოგეწონა სკოლა ჰო? მკითხა მამამ- ჰო კარგია გავუღიმე მამას

Ups! Gambar ini tidak mengikuti Pedoman Konten kami. Untuk melanjutkan publikasi, hapuslah gambar ini atau unggah gambar lain.

შემდეგ კიქვევით ჩავედი
- ნინი მოდი ისაუზმე მითხრა დედამ
- არ მინდა, სკოლაში შევჭამ
- ანუ მოგეწონა სკოლა ჰო? მკითხა მამამ
- ჰო კარგია გავუღიმე მამას. მშობლებს დავემშვიდობე და სახლიდან გავედი ელი უკვე ეზოში მელოდებოდა მოვიდა და გადამეხვია:
- კარგად ხარ? მკითხა მან
- კი ყველაფერი რიგზეა.
ნოაზე ნაწყენი უფრო ვიყავი ვიდრე გაბრაზებული.
- ნოა არ გამოჩენილა?
- არა, რამდენჯერმე მივწერე დავურეკე კიდეც მაგრამ არ უპასუხია
- იმედია გამოჩნდება თავი დავუქნიე
ნოა არც სკოლაში გამოჩენილა, რამაც უფრო ამაღელვა. ქიმიის გაკვეთილი დაიწყო, დილანი კლასში შემოვიდა და ჩემს გვერდით დაჯდომა დააპირა:
- ეს ადგილი დაკავებულია ვუთხარი და ჩემი ჩანთა დავდე
- აქ არავინ ზის მოიცადე შევამოწმებ ნოა აქ ხარ? დილანმა მაგიდის ქვეშ შეიხედა ვითომ ნოას ეძებდა-უი არ არის
ჩემი ჩანთა ისევ ჩემთან გადმოდო და დაჯდა თვალები გადავატრიალე
- ბავშვებო ტესტები შევასწორე მინდა ახალი გოგონა შევაქო, ყოჩაღ ნინი ყველაზე მაღალი ქულა აიღე. დილან შენი ნიშანი საშინელია, ბევრი მუშაობა გჭირდება რომ ნორმალური ქულა გამოგივიდეს. საჭიროა ვინმემ გამეცადინოს.
- ვინმემ მამეცადინოს? 5წლის ბავშვი ვარ რომელსაც ვინმე სჭირდება?!
- უბრალოდ ქულის ასაწევად ვინმე ნინისნაირი გჭირდება, იქნებ ნინი დაგეხმაროს.
- მე ? არასდროს!
- დაფიქრდი ნინი...
მე დილანი ვამეცადინო? რა სისულელეა
გაკვეთილი დამთავრდა გასვლისას მასწავლებელმა დამიძახა
- ნინი, ორი წუთით მოიცადე
- გისმენთ
- დილანზე მინდა დაგელაპარაკო, მოგეხსენება პრობლემური ბიჭია, მაგრამ დახმარება მართლა სჭირდება არავინ ყავს ვინც დაეხმარება, მამა მუდამ მუშაობს და ძალიან მკაცრად ექცევა, დედაზე კი ალბათ იცი...
- დედაზე? როგორც ვიცი ორივე მშობელი ყავს
- ეს პირადულია, მაგრამ აქ არ ყავს დედა. ნინი დაფიქრდი, შენი დახმარებით შეუძლია ცხოვრება თვითონ განაგრძოს.
- ვიფიქრებ.
კაფეტერიაში შევედი გოგონები იქ იჯდნენ მათთან დავჯექი
- ჰეი როგორ ხარ? მკითხა კეიტმა
- კარგად.. შენ?
- არამიშავს
ჩვენთან მაიკი მოვიდა
- გამარჯობა ელ
- გამარჯობა...
- როგორხარ?
- კარგად..
- უი კლასში წიგნი დამრჩა წავალ ავიღებ ვთქვი სპეციალურად, რადგან მაიკი და ელი მარტო დარჩენილიყვნენ
- უი მე კიდევ მასწავლებელს უნდა დაველაპარაკოთ თქვა კეიტმა და წამოვედით
გარეთ გავედით და კიბეზე დავჯექით დილანი ჩვენთან ახლოს იდგა და მეგობრებს ელაპარაკებოდა. მას ვუყურებდი და ვფიქრობდი იმაზე , რაც მასწავლებელმა მითხრა
- დილანის დედას რა მოუვიდა? ვკითხე კეიტს
- 3წლის წინ მიატოვა
- მიატოვა?
- ჰო წავიდა და მხოლოდ წერილი დაუტოვა
- ასე რატომ მოექცა?
- იმ ქალის ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი, მამამისის ნაირი ქმარი რომ მყავდეს.
- ცუდი მამა ყავს?
- რამდენჯერმე მყავს ნანახი,მაგრამ საკმარისი იყო მივმხვდარიყავი როგორი იყო.
- მე კი დილანისგან ვიცოდი, რომ ორივე მშობელი მის გვერდით იყო, რატომ მომატყუა?
- რატო იტყუება დილანი ? სასაცილო კითხვაა. ალბათ ამ შემთხვევაში იმიტომ რომ შენს თვალში უარესად არ დამცირებულიყო.
- ეს ფაქტი ხსნის იმას თუ რატომ არის დილანი ასეთი, სითბო აკლია მის გვერდით ვერ ხედავს ადამიანს, რომელიც მასზე იზრუნებს.
- ეს მაინც არაძლევს იმის უფლებას, რომ სხვებს ცუდად მოექცეს
- როგორც ჩანს, მამამისისგან იღებს მაგალითს
- კარგი, მე შიგნით შევდივარ შემოხვალ?
- წადი და დაგეწევი.
დილანთან მივედი
- დღეს 5საათზე გცალია?
- რახდება ლამაზო პაემანს მინიშნავ?
- 1 ლამაზო აღარ დამიძახო! 2 არასდროს წავალთ მე და შენ პაემანზე! 3 მეცადინეობაზე გეუბნები.
- რამ შეგიცვალა აზრი?
- უბრალოდ კარგი ადამიანი ვარ და გეხმარები რომ ტრაკი გაანძრიო
- კარგი მაწყობს 4საათი, მისამართს მოგწერ.

changes/ცვლილებები(დასრულებულია)Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang