ძალიან საინტერესო ფაქტია ის, რომ ამქვეყნად ბევრი საოცრება არსებობს(მაგალითად მე😂). მსოფლიო საოცრებებში მხოლოდ ძეგლები და ნაგებობებია შეტანილი. ძალიან მაინტერესებს ის ფაქტი თუ რატომ არ მიიჩნევენ ადამიანს საოცრებად(ისეთს როგორიც მაგალითად მევარ😝😂).
ყველას აქვს თავისი საიდუმლო. ყველანი ვმალავთ გულის სიღრმეში რაღაცას, რაც არუნდა გახსნილები და გულღია ვიყოთ,მაინც გვექნება რაღაც საიდუმლო ჩვენდა უნებურად. ადამიანს ხომ ყველაფრის გადმოცემა სიტყვებით არძალუძს. ყოველ შემთხვევაში მე ყველაფერს ვერგადმოვცემ,იმისდა მიუხედავად, რომ ეს მინდა, თუმცა არშემიძლია.
,,ოდესმე ყველა ვინანებთ" -ეს ფრაზა ყველაზე მეტად მიყვარს, რადგან, როცა ამას ვამბობ ბევრ რამეს ვგულისხმობ. არ მეგულება: წიგნი; სიმღერა; თუ ა.ს.შ. ქმნილება რომ ადამიანს ამ ფრაზისთვის მიეძღვნა! ყოველ შემთხვევაში მე არ შემხვედრია. -ხო მართლა! მე ნისა ვარ! განსხვავებული სახელის მქონე განსხვავებული გოგონა🥰.
ოდესმე ყველა ვინანებთ; ოდესმე ყველა მიგვატოვებს. ყველაფერი დასრულდება და თავიდან დაიწყება. ასეთია განჩინება. სადაც ყველაფერი რიგზეა იქ სრული ქაოდი დაიპყრობს კარგის ადგილს. წვიმის შემდეგ ცოსარტყელა გამოისახება და კარგი ამინდების შემდეგ აუცილებლად იწვიმებს. "დედამიწა ხომ ბრუნავს"!
"არასოდეს თქვა არასოდეს" ამფრაზის წარმოთქმისას ხომ უკვე ვამბობთ "არასოდეს". ყველაფერია მოსალოდნელი საკუთარ ბედს და გზას ხომ ჩვენ თვითონვე ვქმნით. სამუდამო არაფერია.
"სიყვარული" ეეჰ😫 სიყვარული; 21-ე საუკუნის ახალგაზრდობა (მათ შორის მეც)სიყვარულს სხვანაირად ხედავს; გრძნობს; აღიქვამს და გამოხატავს.
დიდად არ ვინტერესდები ადამიანის წარსულით, არც ჩემს წარსულზე მიყვარს საუბარი ყოველთვის დღევანდელი დღით ვცხოვრობ, რეალისტი ვარ, თუმცა ჩემი ასეთი დამოკიდებულებისდა მიუხედავად ძალიან მაინტერესებს რა მოხდება მომავალში. ვცდილობ ყველაფერს პოზიტიურად შევხედო, თუმცა ზოგჯერ ისე გამოდის, რომ ყველაფერი მკიდია.
ყოველთვის ისე ხდებოდა, რომ სიყვარულში არ მიმართლებდა. ბევრი ბიჭი მომწონდა თუმცა სიყვარულით 1მიყვარდა. 3წელი ვცდილობდი მისი გრძნობები გამეგო, თუმცა ვერც დადებითი პასუხი მივიღე და ვერც უარყოფითი და როცა გულში რაღაც ჩამწყდა და მეგონა რომ ვერავის შევიყვარებდი, არც არაფერი დაწყებულა და არც დამთავრებულა.
როგორც ავღნიშნე ჩემი სახელია ნისა. ჩემი აზრით არც სილამაზით არ ვარ გამორჩეული, თუმცა ზოგიერთის აზრით ეს ასე არ არის. ცვალებადი ხასიათი მაქვს; ერთდროულად შემიძლია ვტიროდე და თან ვიცინოდე. ერთისიტყვით გიჟის ხასიათები მაქვს😂🤪😂. ვცდილობ თავის მოთოკვა უკეთესად ვისწავლო.
ჩემი ხასიათის გამო ყველა ადამიანს სხვადასხვა შთაბეჭდილებას ვუტოვებ. მოკლედ ჩემი ცხოვრება სულ ჩახლართულია. ჩემთან მეგობრობაც კი შარია. ისეთი შარიანი ვარ ჩემდა უნებურად ვხვევ ადამიანებს შარში. დედ-მამა განქორწინებულები არიან. მე კი ჩემს უმცროს ძმებთან ერთად მამასთან ვცხოვრობ. ვერვიტყვი რომ დაქალები არმყავს. ბევს შურს კიდეც ჩვენი ტრიოს. მიმბაძველებიც ბევრი გვყავს. საერთოდ მაიამიშიც პირველები ვართ. (3გოგონა 3 განსხვავებული ხასიათით) ერთერთმა უკვე იპოვა თავისი ცხოვრების სიყვარული ალექსი. ამ გოგონას მართა ჰქვია. მართა ამავდროულად ჩემი ნათლულიცაა, ის ჩემი სიმაღლის უფრო სპორტული აღნაგობის გოგონაა ზოგჯერ გვეკითხებიან ტყუპები ხომ არვართ. თუმცა განსხვავება მხოლოდ თმების და თვალების ფერშია. ის შეიძლება ითქვას დანიელას მსგავსად შავგრემანია. მეკი მწვანე უფრო ქამელეონის თვალები მაქვს. მართალია მართა ჩემზე და დანიელაზე 1წლით უფროსია თუმცა განხვავება არაა ჩვენს შორის. დანიელას დიდიხანია ვიცნობ შეილება ითქვას დაბადებიდანაც. სანამ გოგონები ამერიკაში წამოვიდოდით ბათუმში ერთმანეთის მახლობლად ვიზრდებოდით. შემდეგ სკოლა დავამთავრეთ და ცუნივერსიტეტში ჩავირიცხეთ და შემდეგ როცა დავასრულეთ სწავლა გადავწყვიტეთ ერთად აქ წამოვსულიყავით. 1წელია აქ ვცხოვრობთ სახლი ვიქირავეთ და სანაპიროზეც ხშირად გავდივართ. ულამაზესი ქალაქია მაიამი მართა სტატიებს წერს და ამავდროულად ამინდის პროგნოზის წამყვანია ერთერთ არხზე. დანიელა და მე კი ერთ კომპანიაში ვმუშაობთ.პს: პირველად ვწერ აქ და გთხოვთ გამოხატეთ თქვენი აზრი მოტივაციისთვის🥰🤗🤗🤗
YOU ARE READING
♥️🥀ოდესმე ყველა ვინანებთ🥀♥️
Adventureგოგონა რომელიც, როგორც ხიფათიანი ისე არის ცნობილი და რომელსაც სიყვარულზე იმედი აქვს დაკარგული, ორ საუკეთესო მეგობართან ერთად გადადის საცხოვრებლად მაიამიში, სადაც ერთ ერთ კომპანიაში დასაქმდება. 1წლის შემდეგ კი გაიცნობს თავისი ბოსის შვილს რეინალდს(რეი...