ნეკერჩხლის ფოთოლი.

541 21 5
                                    

ყველაფერი
გაყვითლდა ირგვლივ.....შემოდგომააა........ბუნებამ ყვითელი სამოსი მოირგო და
თითქოს არაფერიო ისე დასცვივდა ხეს ფოთლები....ყველაფერს ერთი ფერი აქვს, ერთი სუნი
და ერთი იერი, სიყვითლემ მოიცვა არემარე და ბუნება განთავისუფლდა ზედმეტი მხურვალებისგან.რაღაც ახალი დაიწყო, ყველაფერს ერთი
ფერი აქვს, მაგრამ ნათელი, მე ეს უფრო მომწონს....ქუჩაში ფოთლები გეგებიან
ფეხქვეშ, უამრავი ესეთი ფოთოლი, რომლებსაც თითქოს უხარიათ ფეხზე ამბორი.....

ერთფეროვანია
ირგვლივ სამყარო........მეც რაღაც ახლის მოლოდინში ვეგებები დილას.....რაღაც ახალი
უნდა დაიწყოს, ძველის თანმდევი, უფრო ლამაზი და უფრო ნათელი, იმედის
მომცემი.....უიმედობა და ერთფეროვნება თითქოს წარსულში დარჩა.ერთ ფერში ვხედავ
სამყაროს, მაგრამ ეს უფრო ნათელია და იმედის მომცემი ჩემი
ცხოვრებისთვის.......გამოიდარებს, იმედი მაქვს გამოიდარებს ჩემს ცხოვრებაშიც ისე
როგორც ბუნებაში. ეს სიყვითლეც გადაივლის და მრავალფეროვანი ჟამიც დადგება, იმედია
ჩემ გულსა და სულშიც გაზაფხულდება!!!!!!

სეულის გაყვითლებულ ქუჩებში მივაბიჯებდი. მივაბიჯებდი და თან ნაირნაირი ფოთლები მიმშვენებდნენ გზას. ვგრძნობდი როგორ ნაზად მეხებოდა სხეულზე ფოთლები და საშინლად სასიამოვნო გრძნობას მიტოვებდა. მიუხედავად იმისა რომ ოქტომბრის გრილი დღე იყო მე მაინც მაისურით გამოვსულიყავი და საერთოდ არ მადარდებდა რას იფიქრებდა ხალხი ჩემზე. მთავარია მე ვიყავი ბედნიერი და ბოლომდე ვტკბებოდი ამ სილამაზით.

ჩემი საყვარელი კაფის კარებს ვაღებ და შევდივარ. მაშინვე სასიამოვნოდ მხვდება სითბო რომელიც ჩემ გაყინულ სხეულს სასიამოვნოდ ხვდება. პატარა კაფის პატრონს რომელიც კუთხეში ზის როგორც ყოველთვის და გაზეთს კითხულობს ვესალმები, მიმტანს ვანიშნებ რომ უშაქრო ყავა მომიტანოს და ფანჯარასთან "ჩემ" ადგილს ვიკავებ.

- გამარჯობა ჯინ.

- სალამი ჯიმინ, როგორ ხარ?

You Are My Autumn🍁Onde histórias criam vida. Descubra agora