1

1K 53 25
                                    

-ჯენი ადექი, ადექიიიიიი! (როუზი)

-რა გინდათ ხალხო დაამაძინეთ, ადამიანები არ ხართ? (მე)

ვიკითხე მობეზრებულმა და ბალიში სახეზე დავიფარე

-არა, სიკვდილი ვართ და შენ მოგაკითხეთ (ჯისუ)

-ადექი გოგო დროზე, დაგვაგვიანდებააა (ლისა)

-სიკვდილი თუ ხარ მომკალი და წამიყვანე, მერე მაინც შევძლებ სულ ძილს
(მე)

-უყურე ერთი ამას, ერთხელ მართლა მოგკლავ (ჯისუ)

-გოგოო დაგვაგვიანდება იცი რას ნიშნავს? გ-ვ-ა-გ-ვ-ი-ა-ნ-დ-ე-ბ-ა გარკვევით ვერ ვთქვი? (ლისა)

-სად გვაგვიანდება (მე)

-სად და ნუ ჩვენ კიარა შენ გაგვიანდება "პაემანზე" (როუზი)

-ჰაააააააა? (მე)

იმწამსვე თვალები ვჭყიტე და ცხვირპირისმტვრევით წამოვხტი, ისე,რომ საწოლიდან გადავვარდი. ოხ ჯანდაბა, რომ დავიგვიანო დედაჩემი მომკლავს.

-აეე კაი ფრთხილად, თორემ ინვალიდის ეტლით მოგიწევს იქ წასვლა (როუზი)

ყურადღება არ მივაქციე და პირდაპირ სააბაზანოში შევვარდი.
სახეზე წყალი შევისხი, რომ გამოვფხიზლებულიყავი და შემდეგ ტანსაცმლის არჩევა დავიწყე. პაემანზე არ მივდივარ, მაგრამ მამაჩემი ვიღაც ბიზნესმენს ხვდება და თან მითხრა, რომ მისი შვილიც იქ იქნებოდა და ლამაზად ჩამეცვა. არვიცი ასე რატომ მითხრა, მაგრამ გოგოებს ჰგონიათ, რომ ჩემი მშობლები ასე ვთქვათ "პაემანს" მიწყობენ.
მუხლებამდე კაბა და მაღალქუსლიანები ჩავიცვი. გოგოებს დავემშვიდობე და დავპირდი, რომ ყველაფერს მოვუყვებოდი რაც მოხდებოდა. გარეთ გავედი და მძღოლს მისამართი ვუთხარი იმ რესტორნის სადაც ჩემს მშობლებს ვნახავდი. მანქანაში ჩავჯექი და დედაჩემმა დამირეკა

-გისმენ დე

-ჯენიი სად ხარ? სტუმრები უკვე აქ არიან

-ვიცი დედა, ბოდიში, ჩამეძინა. გზაში ვარ ახლა

-კარგი მალე მოდი გთხოვ

ეს იდიოტი ჩემი საქმროა?Where stories live. Discover now