თავი 3

860 61 19
                                    

-ხედავ.. ჩუმად გადასჩურჩულა ბიჭმა მეგობარს. ჯიმინმა კი ამაზე თვალები დაუქაჩა.

-ესე იგი თქვენთან მოვხვდი. უფრო თავისთვის თქვა და ბარგი იქვე კედელთან დადო.

ოთახში სულ ორი საწოლი იდგა, ერთი ორ საწოლიანი, მეორე კი ერთიანი.

-მე აქ ვწვები. თეჰიონი სწრაფად მივიდა ერთ საწოლიანთან და ზედ მესაკუთრედ დაჩდა. ჯიმინმა მეგობარს ისე გახედა,  უსიტყვოდაც მიხვდებოდით რომ თეჰიონს ამისთვის ლანძღავდა და მასთან გადმოსვლას სთხოვდა, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც მოსწონდა ის ფაქტი, რომ ორი ღამით ჯონგუკთან ერთად იწვებოდა ერთ საწოლში.

-კარგი. უპასუხა ჯონგუკმა, ისე რომ ვერ გაიგებდი ამით კმაყოფილი იყო თუ არა.

ბიჭები მალევე მოწესრიგდნენ და პლაჟზე გავიდნენ.

-ჯიმინ, უკან უნდა დავბრუნდე, მობილური დამრჩა.

-და მაგის გამო ბრუნდები?

-ჰო, ფოტო ხომ უნდა გადავიღოთ.

-კარგი, წადი.

შავთმიანი მალევე გაეცალა იქაურობას ჯიმინი კი სულ მარტო დადიოდა რბილ ქვიშაზე სანამ ჩანიოლი არ მიუახლოვდა.

-ჯიმინ, მარტო ხარ?

-ოჰ, ჰიონ შენ ხარ?- ბიჭი გაჩერდა და უფროსისაკენ შეტრიალდა.- თეჰიონს ველოდები, მობილურის მოსატანად წავიდა.

-გასაგებია. როგორ მოგწონს აქაურობა? თვალი პლაჟს მოავლო, შემდეგ კი ისევ ჯიმინს შეხედა.

-ლამაზია, ცოტა რომ არ ციოდეს გავცურავდი კიდეც.

-მაგაში მართალი ხარ.
ერთ საათში გადაღებები გაქვთ ხომ?

-აჰამ...

-ჯიმინ, საღამოს რამეს ხომ არ აპირებ. ინტერესით სავსე ხმით ჰკითხა ბიჭმა.

-არა, რატომ?

-საღამოს ერთ ადგილად მინდა წასვლა, მარტო არ მინდა, ამიტომ თუ გცალია შეგიძლია გამომყვე?

𝔹𝔼 𝕄𝕀ℕ𝔼 | 𝕁𝕚𝕜𝕠𝕠𝕜   (დასრულებული)Where stories live. Discover now