თავი 6

671 61 5
                                    

კონკურსის წინა დღე.

ჯიმინის P.O.V

-ხვალ კონკურსია, ნერვიულობ? მკითხა ჯონგუკმა, როდესაც სტუდიიდან გამოვედით.

-ცოტა. ვუპასუხე გულწრფელად.

-ყველაფერი კარგად იქნება, არ ინერვიულო, კარგი?

-ვეცდები. ვუპასუხე ღიმილით და მის მანქანაში ჩავჯექი.

-არ გშია? მოდი სადმე გავიაროთ და რამე ვჭამოთ.
მითხრა, როდესაც მანქნა დაძრა.

-კარგი. ვუპასუხე და თავი ფანჯრისაკენ მივაბრუნე.

მალევე ერთ რესტორანში მივედით, სადაც ყველაფერი უგემრიელესი იყო. როდესაც ჭამა დავასრულეთ, ჯონგუკმა თანხა თვითონ გადაიხადა. როდესაც გადახდა მე შევთავაზე
მისგან მკაცრი უარი მივიღე, ამიტომ ნება მივეცი თვითონ გადაეხადა.. როგორც ყოველთვის...

როდესაც მანქანაში ჩავჯექით და მეგონა, რომ სახლში წამიყვანდა ზუსტად იქ შევცდი.

-ჯონგუკ, ეს ხომ სხვა გზაა? ვკითხე დაბნეულმა.

-ვიცი, უბრალოდ შენთან ერთად ერთ ადგილას მინდა წასვლა.

-ახლა?

-ჰო, ახლა, თუ არ გინდა...

-არა, მინდა. სწრაფად დავთანხმდი, რის შედეგადაც კმაყოფილმა განაგრძო საჭის მართვა.

მალევე ერთ შემაღლებულ ადგილას მივედით, საიდანაც არც ისე ცუდად ჩანდა ლამაზად განათებული სეულის ქუჩები.

-რა მშვენიერი ადგილია, ეს ადგილი საიდან იცი? ვკითხე ინტერესით, თან მასთან ერთად სიარული განვაგრძე.

-ამ ადგილას ბავშვობაში მშობლევმა მომიყვანეს, მის მერე ეს ადგილი ჩემი რჩეული გახდა.

-სიმშვიდეა. თვალები წამიერად ნაზად მოვხუჭე და ცივი ჰაერი ღრმად შევისუნთქე.

-ყოველთვის ასეა. მშვიდად მიპასუხა.

წინ, რამდენიმე მეტრში სკამი იდგა, მას მივუახლოვდით და გვერდიგვერდ ჩამოვსხედით. ასეთ ადგილას პირველად ვიყავი, თან ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად..
აქაურობა ძალიან მომეწონა, აქ ისეთი სიმშვიდეა.. დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი ისევ..

𝔹𝔼 𝕄𝕀ℕ𝔼 | 𝕁𝕚𝕜𝕠𝕠𝕜   (დასრულებული)Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang