თავი 4

835 61 0
                                    

-ჯიმინ.. გაიღვიძე.. მალე გავდივართ, გესმის.. შავთმიანი მძინარე მეგობარს მიუახლოვდა და მისი გაღვიძება სცადა.

-ჰმ.. ვდგები.. ახლავე. ჯიმინმა შეწუხებული ხმით ამოიბურტყუნა.

-მიდი მალე უნდა გავიდეთ, მაქამდე კი ვისაუზმოთ. ბიჭი მაინც არ მოეშვა.

-ვდგები. ჯიმინმა საბოლოოდ გაახილა თვალები და თეჰიონს მკვლელი მწერა სტყორცნა.

-მიდი, მიდი.

-გუშინ სად იყავი?
ბიჭი საწოლიდან წამოდგა და ახლაღა გაიხედა გვერდითა მხარეს, სადაც არავინ დახვდა.

-ბიჭებთან დავრჩი, თან ნასვამი ვიყავი, აქ მოსვლის თავი არ მქონდა.

-და მთვრალი ჯონგუკი გამოუშვი ხომ?

-მართლა, რა მოხდა? ინტერესით სავსე ხმით ჰკითხა ბიჭმა.

-იდიოტო! არაფერი! ქერას გუშინდელის გახსენებაზე შერცხვა და გვერდით გაიხედა.

-თვალს რატომ მარიდებ, რამე მოხდა გუშინ? ბიჭმა ეჭვის თვალით შეხედა მეგობარს.

-ისეთი არაფერი, უბრალოდ მან...

-მან?

-მან...

ამ დროს სააბაზანოდან ჯონგუკი გამოვიდა. ქერას თვალები გაუფართოვდა და თავი ისევ თეჰიონისაკენ მიაბრუნა.

-ის აქ იყო? ჩუმად ჰკითხა და როდესაც მეგობრისგან დასტურის ნიშნად თავის დაქნევა მიიღო, შინაგანად მთლიანად ახურდა.

-გუშინ რამე ისეთი ხომ არ გამიკეთებია? არაფერი არ მახსოვს. იკითხა ჯონგუკმა და ბიჭებს შეწუხებული სახით შეხედა.

-ამ.. არა, არაფერი ისეთი, მოხვედი თუ არა დაწოლაში დაგეხმარე და შენც მაშინვე დაიძინე.

-აჰ.. მართლა? ბიჭმა თითები კეფაზე გაისვა და გუშინდელ ღამეზე დაფიქრდა. ისე როგორ დალია, რომ არაფერი არ ახსოვს.

ჯიმინი სააბაზანოში შევიდა და დილის პროცედურა ჩაიტარა. ოთახში გამოსვლისას მას მხოლოდ ჯონგუკი დახვდა. თეჰიონი როგორც ყოველთვის ხელს უწყობს..

𝔹𝔼 𝕄𝕀ℕ𝔼 | 𝕁𝕚𝕜𝕠𝕠𝕜   (დასრულებული)Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz