ესეც ასე, პიჯაკი მოვირგე ჩოკერის თანხლებითა და შავი შარვლით და გავეშურე კარისაკენ.მთავარია ტელეფონი, სახლის და მანქანის გასაღები არ დამრჩეს.
მშვენიერი ამინდია,მზეც აცხუნებს, ღრუბლებიც მიმოფანტულან...ტელეფონით კი ადგილმდებარეობას ვიკვლევ.
და აი რამდენიმე წუთში უზარმაზარ შენობას მივადექი...ის ისე გასაოცრად გამოიყურებოდა,რომ მეც კი დავეჭვდი ჩემი თვალების სისწორეში(・_・")
მანქანა დავაპარკინგე და გადმოვედი. რამოდენიმე ნაბიჯში უკვე უზარმაზარ კართან ავესვეტე,ჰაერი ღრმად შევისუნთქე და შიგნით შევედი..
მომსახურე პერსონალთან მივედი და ვუთხარი რომ უფროსთან მიღება მქონდა.მანაც არ დააყოვნა სადღაც გადარეკა და როდესაც თანხმობა მიიღო მითხრა რომ ბოლო სართულზე ავსულიყავი და იქ ყველაზე დიდ კართან მივსულიყავი.
წავედი ექსკალატიროსაკენ და დიდი დროც არ დასჭირვებია,მალევე სულ რაღაც წამებში მოფრინდა (:დ)
ესკალატორიდან გამოსვლის შემდეგ კი გაოცებისაგან პირი ღია დამრჩა....ქვედა სართულებზეც იყო სილამაზე,თუმცა ასეთი რამ პირველად ვნახე
აქ ყველგან ისეთი სილამაზე იყო, ყველაფერი ერთმანეთს შეხამებოდა და ყველაფერს ერთი თვალის მოცეცებით ვერ დააკვირდებოდი.
როგორც მითხრეს დიდი კარისაკენ წავედი თუმცა დაცვამ გზა გადამიღობა.
-უკაცრავად მაგრამ თქვენი აქ შესვლა არ შეიძლება
-მე უფროსთან შეხვედრა მაქვს,შეგიძლიათ გადაამოწმოთ.
თავი დავუქნიე ზრდილობის მიზნით,მე როგორც ყოველთვის თავი ამაყად და დინჯად მეჭირა თითქოს ვერავის შეეძლო შემხებოდა ვერასოდეს.
დაცვამ ყურზე მიმაგრებულ აპარატში რაღაც ჩაიჩურჩულა თუმცა მივხვდი რომ ჩემს სახელს ამბობდა და კარისაკენ გამიძღვა.
ოთახში შევედი თუარა იმ წამსვე მდიდრული ოთახი გადაიშალა(აბა ჯონ ლომგულ ჩონგურს ღარიბული არ ეკადრება :დდ)
ოთახის თვალიერებით ვიყავი გართული,როდესაც ცივმა და ბოხმა ხმამ გამომაფხიზლა.
უცებ შევცბი თუმცა ისე მოვიქეცი თითქოს არაფერი მომხდარა.
შევტრიალდი და ჩემს წინ მაღალი,დაკუნთული,გრძელთმიანი ბიჭი წარსდგა რომლის შავ თვალებშიც ბურუსი იდგა,თუმცა რაღაც მაინც იყო რაც შორს უფრო ღრმად წყვდიადში იყო ჩაბუდებული,რის შემდეგაც ვფიქრობდი რომ ოდესმე ამოვხსნიდი ამ საიდუმლოს... ხელები ჯიბეებში ჩაეწყო და ისე მაშტერდებოდა რომ გეგონებოდათ ჩემნაირი ლამაზი ქმნილება არასდროს ენახა.
ბაჭიის ღიმილით ხელი გამომიწოდა და მომესალმა.
-გამარჯობათ, მე ჯონ ჯონგუკი ვარ,თქვენ ალბათ პაკ ჯიმინი იქნებით..
ხელი გავუწოდე და ჩავჭიდე თუ არა ვიგრძენი,ვიგრძენი მასში სიბნელე და ასევე სიმჭიდროვე რაც მისკენ მიზიდავდა და ცდილობდა მის უფსკრულში გადაჩეხვას
-გამარჯობა ბატონო ჯონ. დიახ მე პაკ ჯიმინი ვარ.
ხელი ჩამოვართვი, ფართოდ გავუღიმე და როგორც ჩემს თვალებს სჩვევიათ სადღაც გადაიკარგნენ...
-------------------------------------------------------------------------
ახლა კი ქალბატონებო და ბატონებო, ველი შეფასებასヅ შედარებით მგონი დიდი თავია თუმცა ითს ოქეიი ვფიქრობ იმსახურებთ❤❀
YOU ARE READING
Love Is Blindness (Completed)
Fantasy"სიყვარულს ყველაფრის განცდა შეუძლია, მაშინაც თუკი ერთი მხარე ანგელოზია ხოლო მეორე-ეშმაკი"