მას შემდეგ რაც ჯიმინი და ჯონგუკი,ორი სრულიად განსხვავებული ადამიანი ერთმანეთს ხვდებოდნენ,რამდენიმე წელი გავიდა...
ისინი ყველაზე ბედნიერი წყვილი იყვნენ მთელს სამყაროში..
ჯიმინს ხშირად მოსდიოდა ხელზე შეტყობინებები თესგან..ასევე ჯიმინიც არ აკლებდა მასთან მესიჯობას.
ჯიმინი ასწავლიდა ჯონგუკს რაც მან იცოდა ყველაფერს..თუმცა ჯონგუკს უფრო მეტი შესაძლებლობები ჰქონდა..
სამსახურში სრულიად ახალი გოგონა რომელიც რამდენიმე თვეა მუშაობდა უზომოდ მომხიბვლელი იყო,თუმცა ვერავინ გადაუჯოკრავდა პაკ ჯიმინს! როგორც სილამაზის ექსპერტს!
ეს გოგონა მომხიბვლელი იყო და ასევე ცდილობდა ჯონგუკის გულის მოგებას..
ყოველ შესვლაზე ჯონგუკს ეფლირტავებოდა რაც ჯიმინს თვალთახედვიდან არ გამოჰპარვია..მხოლოდ მან იცოდა როგორი ბნელი და ბოროტი სულიც ჰქონდა მას..
ყოველ ჯიმინის დანახვაზე, გოგონა ან ფეხს უდებდა ანდაც შემთხვევით ყავას ასხამდა ჯიმინს,შემდეგ კი ბოდიშს უხდიდა თავისი ამაზრზენი სახით ვითომ,ჯიმინს აცხარებდა და გულში გემრიელად ქეიფობდა..
როდესაც ჯონგუკს დაინახავდა კი დაიწყებოდა ყალბი ბოდიშები და ჯიმინზე ხელის უხეშად ფათურობები რის შემდეგაც ჯიმინი უხეშად იცილებდა მას.
ჯონგუკი და ჯიმინი ერთ ოთახში იყვნენ და თავიანთ საქმეს ასრულებდნენ როდესაც კარზე კაკუნი მოისმა..
-შემოდით.
-გამარჯობა ბატონო ჯონგუკ,თქვენთვის ფაილები მოვიტანე..-გოგონა ისე შემოვიდა ოთახში ჯიმინისკენ არც კი გაუხედავს,მას ჯიმინი საცოდავი ეგონა და ყველანაირად ცხილობდა მახეში გაება,ისე რომ მუდამ თვითონ გამოდიოდა მართალი თუმცა ჯონგუკიც ყველაფერს კარგად ამჩნევდა.
-კარგი სოიონ,შეგიძლია წახვიდე.
ჯონგუკმა გოგონას ახედა რომელიც მაგიდასთან ჯონგუკისკენ გადაწეული იდგა, ხელები მაგიდაზე შემოეწყო და გამომწვევად ჰქონოდა შეხსნილი პერანგი...
-ბატონო ჯონგუკ შეგიძლიათ ორი წუთით გამომყვეთ?
-რათქმაუნდა.ჯიმინ ორ წუთში მოვალ..
ჯიმინი დაკვირვებით აკვირდებოდა გოგონას საქციელებს და მის გონებაშიც ძვრებოდა..
ჯონგუკი და სოიონი კარებთან მისულიყვნენ,სოიონი უკვე დერეფანში ამაყად მიაბიჯებდა როდესაც ჯიმინმა ჯონგუკს მხარში სწვდა და მისი ტუჩები ყურთან მიუწია...
-ჯონგუკ,მისი ყველა ჩანაფიქრი ვიცი, საპირფარეშოში გაგიყვანს და კარს ჩაგიკეტავს ისე რომ იქიდან გამოსვლასაც ვეღარ შეძლებ.აბა შენ იცი..
ჯონგუკმა შესანიშნავად იცოდა გონების კონტროლი,რაც ჯიმინმაც კარგად იცოდა.ამიტომ მას ჯონგუკის იმედი ჰქონდა...ჯიმინს შეეძლო ათ კილომეტრზეც კი გაეგო რას საუბრობდნენ,ესეც ანგელოზებს ხვდა წილად, ასე რომ იგი დაკვირვებით ელოდა მათ რეაქციებს..
ჯონგუკი და სოიონი საპირფარეშოს კარს მიადგნენ.
-სოიონ,შეგიძლია ამიხსნა რატომ ვართ აქ?
-ბატონო ჯონგუკ უბრალოდ მენდეთ...
კარი უნდა შეაღოს გოგონამ,და აი...უცებ სოიონს თავბრუ დაეხვა...ჯონგუკი იმდენად შეუძვრა მას თავში და იმდენად ცდილობდა ტვინი ამოეწვა რომ გოგონა წაბარბაცდა და კედელი რომ არა უკვე ძირს იქნებოდა მომჯდარი.
-სოიონ,კარგად ხარ?
-კკი..დდიახ ბატონო ჯჯ..ჯონგუკ უბრალოდ შეგიძლიათ ჩემს კაბინეტამდე მიმიყვანოთ?
-რათქმაუნდა..
ჯონგუკმა გოგოს მკლავი კისერზე გადაიდო თითქოს ვიღაც ლოთი ყოფილიყო და ისე გაუდგნენ გზას..გოგონა ცდილობდა ჯონგუკის მკვრივ სხეულს შეხებოდა თუმცა ვერაფერი გამოუვიდა..
***
-ჩემი ჭკვიანი დემონი-ჩაიბურტყუნა ჯიმინმა როდესაც საუბარს უსმენდა და ამდროს შემოვიდა ჯონგუკიც.
-ჩემი რაო?კიდევ გამაგონე აბა.
-თუ გაიგონე რაღას მამეორებინებ..-თქვა ჯიმინმა და გემრიელად გადაიკისკისა..
ჯონგუკი ჯიმინს მიუახლოვდა და მის ფუმფულა ტუჩებზე ნაზი კოცნა დატოვა...
--------------------------------------
რატო აღარ აქტიურობთ? მარტო ნატაშკა გამოხატავს აზრებს.თქვენებიც მაინტერესებს,იქნებ არ მოგწონთ... ერთ ან ორ თავში დავასრულებ.❤ და ჰო კიდევ ეს ეჭვიანობის მომენტი რო არ ჩამესვა ვერ მოვისვენებდი :დდ
YOU ARE READING
Love Is Blindness (Completed)
Fantasy"სიყვარულს ყველაფრის განცდა შეუძლია, მაშინაც თუკი ერთი მხარე ანგელოზია ხოლო მეორე-ეშმაკი"