JIMIN'S POV
კარი გამოვიხურე და ექსკალატორისკენ წავედი, მალევე ქვემოთ ჩავედი და გარეთ გამოვედი.ეტყობოდა საუბარში ისე გავერთეთ მოსაღამოვებულიყო.პარკინგზე წავედი და მანქანაში ჩავჯექი.არვიცი რატომ მაგრამ იმ ფანჯრისკენ გავიხედე რომელი ოთახიდანაც მე გამოვედი და მოულოდნელად შევამჩნიე როგორ მაპყრობდა მზერას ბატონი ჯონი.
იმ სიმაღლიდან ცოტათი გაურკვეველიც კი იყო თუმცა მზერას ვგრძნობდი და დარწმუნებული ვიყავი რომ ეს მზერა ჩემი მიმართულებით მოდიოდა.
ჩემი ბრაბუსი დავძარი და სახლისაკენ გავეშურე.გზაში ჩემს საუკეთესო მეგობარზე ვფიქრობდი,ნეტავ რას აკეთებდა ახლა თეჰიონი,ალბათ როგორც ყოველთვის სავარძელში მოკალათებულიყო და ტელეფონში ვიდეოთამაშებს თამაშობდა, ანდაც იმასაც ვერ გამოვრიცხავდით რომ მე გადმომყურებდა..
ფიქრებში გართულმა ვერც კი მივხვდი ასე უცებ როგორ მივუახლოვდი ჩემს სახლს.
მანქანიდან გადმოვედი და სახლში შევედი.საშინლად მშიოდა ამიტომაც ტანსაცმელი გამოვიცვალე,ხელები დავიბანე და სამზარეულოში ავფხაკურდი.
კიმჩისაგან კარგად დანაყრების შემდეგ გადავწყვიტე ტელეფონი ამომეღო და სოციალურ ქსელებში შევმძვრალიავი.
უცებ მომაფიქრდა რომ ჯონ ჯონგუკი დამეგუგლა და აღარ დავაყოვნე,თუმცა თვალებიდან გუგები გადმომვარდა როდესაც მისი ბიოგრაფია გადავიკითხე
ბატონი ჯონ ჯონგუკი არის 22 წლის მამაკაცი შავი თვალებით,დაკუნთული სხეულითა და გრძელი თმით, რომელსაც არაერთი მდიდრული კომპანია აქვს,ასევე არის მილიარდერი,იგი არის ბუსანიდან და აქვს შესანიშნავი სტილი.ცხოვრობს თავის საკუთარ სახლში მშობლებთან ახლოს თუმცა გამუდმებით არის სეულში.ასევე არ გვავიწყდება ისიც რომ ჰყავს უთვალავი თაყვანისმცემელი.
და კიდევ მრავალი ბლა,ბლა,ბლა.ეტყობოდა როგორი მდიდარიც იყო როდესაც კომპანია შევათვალიერე.
YOU ARE READING
Love Is Blindness (Completed)
Fantasía"სიყვარულს ყველაფრის განცდა შეუძლია, მაშინაც თუკი ერთი მხარე ანგელოზია ხოლო მეორე-ეშმაკი"