დაბრუნება (ნაწილი 1)

347 19 15
                                    

"სიყვარული? ის უბრალო ილუზიაა" -ეს იყო ჩემი მუდმივი პასუხი ამ უკვდავ გრძნობასთან დაკავშირებით, თუმცა გადის დრო, ადამიანები იცვლებიან, იცვლება მათი ერთმანეთისადმი დამოკიდებულება, მეც შევიცვალე, და რამ შემცვალა? იმან შემცვალა რასაც ოდესღაც ილუზიას ვუწოდებდი. ამ ილუზიამ კი ჩემი შინაგანი სამყარო და ჩემი ოცნებები გადაასხვაფერა, სხვა ადამიანი გამხადა. ის გამხადა ვინც არასდროს მეგონა რომ გავხდებოდი, არავის ეგონა. როგორც ჩანს ერთ ადამიანს შეუძლია შენი დამოკიდებულება შეცვალოს კაცობრიობისადმი. გულის სიღრმეში კი მუდამ მეგონა რომ სუსტი გოგონა ვიყავი, უსუსური არსება რომელსაც გაქცევის მეტი არაფერი შეეძლო, სწორედ ეს გოგონა გადავმალე. რას გავექეცი? საკუთარ თავს. იქ წავედი სადაც არავინ მიცნობდა. საკუთარი "მე" დიდ კარიბჭეში ჩავკეტე და ისეთი ადამიანი შევქმენი რომლისთვისაც ვერავინ შეძლებდა ზიანის მიყენებას. დიახ, მე შემიყვარდა და ეს იყო ყველაფრის დასაწყისი, არ ვიცი, იქნებ დასასრულიც კი.
სიყვარული ის არ არის რაც მოხდა, ხდება ან შეიძლება მოხდეს. ეს ერთგვარი რითმია, ეს ის არის რისი კონტროლიც შეუძლებელია, პირიქით, ის განაგებს შენს გულის ცემას, შენს თითოეულ სიტყვასა და ქმედებას. არა შენ, არამედ ის გაკონტროლებს, გცვლის, შენში თითოეულ წერტილს ცვლის. ხანდახან გაქცევასა და საკუთარი თავის დავიწყებასაც კი გაიძულებს. მტკივნეულია თუ არა? კი, ეს ყველაზე მტკივნეული რამაა, ტკივილია რომლის გარეშეც სიცოცხლე შეუძლებელია. სული გეწვის როდესაც ვერ ხედავ, თუმცა როცა ხედავ უფრო გტკივა, ყოველი წუთი გტკივა მის გარეშე. ის მზერაც გტკივა რომელიც სიყვარულზე არ გიმღერის, ის გულიც გტკივა რომელიც შენი სიყვარულით არ ძგერს. მაგრამ არსებობს რაღაც რასაც ამ ყველაფრის ზღვის პსკერზე ჩაძირვა შეუძლია. "სიამაყე", დიახ, ხანდახან სიამაყე გეხმარება რომ მის თვალში უსუსურ არსებად არ იქცე. ხანდახან კი ეს საკმარისი არ არის იმისთვის რომ შენს თვალებში, სიყვარულით ანთებული ცეცხლი ჩააქროს, ამიტომაც გავიქეცი, ყველას და ყველაფერს გავექეცი. სხვების თვალში ეგოისტ ადამიანად ვიქეცი რომელიც საკუთარი თავის კეთილდღეობისთვის ყველაფერს იზამდა, თუმცა არ ვიცი, იქნებ სინამდვილეშიც ასეთი ვიყავი.
დაბრუნება (ნაწილი 1)
მე ლორელეი მარტინსი ვარ, თხუთმეტი წლისამ სიეტლი დავტოვე და ბებიასთან, ჩიკაგოში გადავედი საცხოვრებლად. ყველა და ყველაფერი მივატოვე და ახალი ცხოვრება დავიწყე. როგორღაც მოვახერხე, წარსული უკან მოვიტოვე და აწმყოთი ცხოვრებას შევუდექი. ახლა კი, შვიდი წლის შემდეგ უკან ვბრუნდები. ბედნიერი ვარ თუ არა? არ ვიცი. იქნებ არ ვარ მზად მოგონებების აღმოფხვრისათვის რომლების წარსულად მოსახსენიებლად წლები დამჭირდა. და ისინი მზად არიან? მზად არიან სრულიად სხვა ადამიანს შეეგებნონ? მზად არიან წარმოდგენის შეცვლისათვის?
ტაქსიში ვიჯექი როდესაც მისი ხმა მომესმა, ნოა უილსონი, მის მიერ წარმოთქმულ ხავერდოვან სიტყვებს მილიონიდან ვიცნობდი. ის საუბრობდა, მისი სიტყვები კი ჩემს გონებაში ექოსავით მეორდებოდნენ. შვიდი წელი გავიდა, მთელი შვიდი წელი, ის კი ისევ ისეთია, ისევ ისეთი ხმა აქვს,მე კი ისევ ისე მიბრწყინავს თვალები მის მოსმენაზე. წლების მანძილზე ვგრძნობდი სიცარიელეს, მას შემდეგ მაკლდა რაღაც რაც ქალაქი დავტოვე, ახლა კი ეს სიცარიელე შეივსო, მე მისი ხმა გავიგე. მეტიც, მე ის დავინახე. მისი დიდი, წაბლისფერი თვალები დავინახე, ამან კი სრულიად მოიცვა ჩემი გონება, თითქოს მისმა ერთმა დანახვამ წამში შეძლეს წარსულის სურათების ამოტივტივება. იმ ტკივილის კვლავ განცდა რომელიც შინაგანად მკლავდა. მალე ტაქსიმ სიჩქარეს მოუმატა, ვეღარ ვხედავდი მის დიდ, წაბლისფერ თვალებს, თუმცა მისი ხმა მაინც მესმოდა, ჩემს გონებაში მაინც ისმოდა მისი ხმა, ხმა რომელიც არაფერს ამბობდა, ხმა რომლისთვისაც ისევ ისეთი უმნიშვნელო ვიყავი. ხმა რომელმაც მოყენებული დიდი ტკივილის მიუხედავად ვერ შეძლო და თავი ვერ შემაძულა. მოულოდნელად ტაქსი ჩემს ეზოში გაჩერდა, სახლთან დედა, მამა და ჩემი ძმა დამხვდნენ. გავიაზრე თუ რამდენს ნიშნავდა მონატრებულ ადამიანებთან შეხვედრა, რამდენს ნიშნავდა ოჯახი. მანქანის კარი შევაღე და ოჯახის წევრებისკენ გავიქეცი, მივხვდი რომ ყველაზე მეტად ეს მომენატრა, მათი ბედნიერი სახეები, მათი ჩახუტება, მათი ყურებაც კი მომენატრა. ოჯახი მუდამ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ იყო ჩემთვის, მომღიმარი მშობლებისა და ძმის დანახვას არაფერი მერჩივნა. ოლივერი ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილი იყო, ჩემზე ერთი წლით უფროსი, ოდესღაც ნოა და ოლი საუკეთესო მეგობრები იყვნენ, ჩემი და ნოას ურთიერთობის დაწყებით კი მათი მეგობრობა დასრულდა, რასაც მუდამ საკუთარ თავს ვაბრალებდი. სანამ სახლში შევიდოდი კარგად შევათვალიერე, ისეთი შეცვლილია, ერთი სართულიც მოემატებინათ.
ბოლოს ძალა მოვიკრიბე და ნაბიჯი გადავდგი, პირველ რიგში ჩემს ოთახში ავედი. ერთი ნივთიც კი არ იყო გადაადგილებული,ყველაფერი ისეთივე იყო როგორიც შვიდი წლის წინ, ალბათ მელოდებოდა, იქნებ იცოდა კიდევაც რომ ოდესღაც დავბრუნდებოდი. ხო და აი აქ ვარ, რამდენადაც არ უნდა მაყენებდეს ეს ზიანს დავბრუნდი და აღარ გავიქცევი.
ამ ფიკის იდეა უკვე დიდი ხანია თავში მიტრიალებს, თუმცა ვერა და ვერ დავწერე. იმედი მაქვს მოგეწონებათ.😅

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jan 25, 2022 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

ნუ დამივიწყებWhere stories live. Discover now