*1*

543 29 8
                                    

მახსოვს, იმ დღეს როგორი სიმძლავრით წვიმდა, ავტობუსის გაჩერებასთან ვიდექი, ის კიდევ არსად ჩანდა, გადასცდა დროს ნახევარი, შემდგომ კი ერთი დაწყევლილი საათით

მაინც არ მოდიოდა

უიმედოდ მქონდა თავზე საკუთარი მოსაცმელი გადაფარებული, წვიმა შიგნით მაინც რომ აღწევდა

ვგრძნობდი, ეს არ იყო ყოველდღიური, თავსხმა წვიმიანი ღამე 

უიმედოდ დარჩენილი, სასწაულის იმედზეღა ვიყავი

და სწორედ იმ დროს გამოჩნდი

გამოჩნდი და იმავე წამიდან ამირიე გონება, დამირღვიე ძილის რეჟიმი ასე გულმოდგინედ რომ დამელაგებინა

გახსოვს, რა გეცვა?

არამგონია ასე იყოს

თხელი თეთრი პერანგი, შავი შარვლით და ხაკისფერი, გრძელი პალტოთი, დიდხანს რომ გთხოვდი, ჩემთვის გეჩუქებინა

შენ ყოველთვის უარზე იყავი, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვსო

ჰოდა, თავი დაგანებე

პალტოზე ხმა აღარ ამომიღია

სათქმელს ზედმეტად ავცდი

ახლანდელივით მახსოვს ქოლგით რომ დამადექი, ისეთი ღრმა და მეტყველი თვალები გქონდა, ამინდის გაუარესება სულ გადამავიწყდა, უსირცხვილოდ მოგაშტერდი

-გაცილება ხომ არ გჭირდებათ, მილედი.

ისე ოფიციალურად მომესალმე, თითქოს, შენზე უფროსი მე ვყოფილიყავი

თანაც ეს ფორმალობა

ბევრი ამგვარი სიუჟეტის მქონე წიგნი გქონდა წაკითხული, ლექსიკონში მსგავსი სიტყვების გამოყენება, სწორედ ამიტომ გიყვარდა

საჭირო არაა-მეთქი, თავი დავხარე

ასე მითხარი, ახლა აქ ვერ დაგტოვებთ, მშვიდი ღამეები წარსულს ჩაბარდებაო

რაღა მექნა?

სახლამდე მიმაცილე

მიმაცილე და წასვლამდე ხელზე მეამბორე, ზუსტად ისე "სიყვარული ღამის ცაზე"-ში რომ არის

ერთად ვუყურეთ, ეს თუ მაინც გახსოვს?

ისე მესიამოვნა, თვალები მივნაბე

-კიდევ შევხვდებით.

ქუდი მოიხადე, თავი დამიკარი და სახლს გაეცალე

არადა, მინდოდა დამეპატიჟე, ჩაიზე ან ყავაზე დამწვეოდი, ჩემი ხელით შექმნილი ნამცხვარი გაგესინჯა და შეგექე

-ოჰ, ასეთი იდეალური ნაერთი ცხოვრებაში არ გამისინჯავს.

მეტყოდი, თავს გემოს მოწონების ნიშნად გააქნევდი და გამიღიმებდი

ასეთი იყავი. ჩემს წარმოდგენებში

მხოლოდ წარმოდგენებში

მათაც, დასრულება ნამდვილად არ ეწერათ

**************

საკუთარ თავს შევფიცე, ახალს არ დავიწყებ მეთქი მაგრამ, ვის ვატყუებ 🤣

ნუ, ეს სულ სხვა სტილია 😅

ყოველი თავი იქნება პატარა მოცულობის, და მოვლენებიც მალ-მალე განვითარდება 😋

ჰო, ცოტა ფანტაზიაცაა 😆

სუულ ცოტა 😝

მიღუარხართ 😪

😇💚

Stuck In D. D. (დასრულებულია)Where stories live. Discover now