*11*

58 9 5
                                    

გავიდა რამდენიმე დღე, შენ დაუძლურდი, მეც დავუძლურდი, ენერგია ხელიდან მეცლებოდა, ძილის წამალზე შემჯდარი, ყველგან რაღაც არაბუნებრივი მელანდებოდა

ღმერთს მადლობა, შენც მათნაირი შემთხვევა არ იყავი

ანდაც, მხოლოდ თავს ვიტყუებდი

ტბაზე დამიბიარე

"ხვალ ორზე იქ იყავი, არ დააგვიანო"-მკაცრად მომმართე

შემეშინდა, რას აპირებს-მეთქი

ყოველდღიურად გამოვეწყვე და შენთან მოვედი

წყალს აკვირდებოდი

ყოველთვის ასეთი უცნაური და საინტერესო იყავი, სხვა ხალხისგან განსხვავებით, უპირატესობას მოწყენილობას არ ანიჭებდი

ეს განსხვავებულს გხდიდა

საინტერესოა, შებინდებისას რატომ შევხვდით ერთმანეთს, ასე რატომ გადაწყვიტე

თავიდან მეც არ ვიცოდი

ნეტავ არასდროს მცოდნოდა

-როგორ ფიქრობ, სიყვარული, უსასრულოა?

შენ იყავი ჩემზე ბევრად განსწავლული, კითხვის აზრს ბოლომდე ვერ ჩავწვდი მაშინ, როდესაც თვითონაც შეგეძლო ასეთუისე პასუხის გაცემა

-ალბათ, ასეა. რატომ მეკითხები?

დავიბენი

-მმ, და რომ არ შეგხვედროდი, რა გგონია, კარგ ცხოვრებას ისწავლიდი?

-და ახლა, ცუდად ვცხოვრობ?

გავოცდი

-ჩემზე გეკითხები.

-კარგად იცი, შენ მე-

-სიყვარული გასწავლე? ეს ხომ ჩემი სიტყვებია, არა?

ამოვიხვნეშე

-ჩხუბი გინდა?

-მე მხოლოდ სიმართლე მინდა.

ფილტვები ჟანგბადით ამოივსე

-და რა გგონია, გატყუებ?

შევიცხადე

აღარ იყავი ისეთი, როგორიც პირველი შეხვედრისას

იცვლებოდი

-აბებს კიდევ იღებ?

-ეს თემა დავხურეთ.

მაშინვე შევაწყვეტინე

-არა, შენ დახურე

სიტყვის დაცდენა და რაღაც ცუდი მოხდებოდა

არასასურველს ვიტყოდი

-ჰო, არა?

-ასეა.

-კარგია. ძალიან კარგია.

ბრავო-მეთქი და უკან წამოსვლა გადავწყვიტე

ასეც მოვიქეცი

სახლში დავბრუნდი

ოთახში ჩავიკეტე

და იცი რა ვქენი?

ოთხი დიდი ტაბლეტი, ზედიზედ გადავყლაპე

ტირილი?

ამის დრო არ იყო

ბევრად უფრო ცუდად ვიყავი

***

თეჰიონ, შენ მესიზმრე

ძლიერად გეხუტებოდი

ხელს არ გიშვებდი

იცი? სანაპიროზე ვიყავით

მე და თეჰიონი

თეჰიონი და მე

სხვა არავინ

ამინდმა გზიდან გადაუხვია

შტორმი და წვიმა წამოვიდა

სიცივის შეგრძნება არ მტოვებდა

შენ კიდევ შტორმისკენ მიდიოდი

გეძახდი, გიყვიროდი, თუმცა, აზრი არ ჰქონდა, არ მაგონებდი

შტორმს შეერიე, შეუერთი, მისი ნაწილი გახდი

და მე გაქრობა დავიწყე

ხელებს ფეხები მიჰყვა, მას ტანი, გულმკერდი, და ბოლოს თავი

ოფლში ამოსვრილმა გავიღვიძე

შენი მოძებნა გადავწყვიტე

მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ცოცხალი და საღ-სალამათი იყავი

მაგრამ, ასეთი არც არასდროს ყოფილხარ, ასე არაა?

ამ დღემდე ვერც კი ვაცნობიერებდი

**************

ჰო, სამ ან ოთხ თავში ვამთავრებ ><

ბუჰეჰე, კიდევ უფრო დაგაბნიეთ 😌

Loveuuuu 😚

😇💚

Stuck In D. D. (დასრულებულია)Wo Geschichten leben. Entdecke jetzt