*9*

69 10 1
                                    

ყოველ დღეს ჩემთან ატარებდი, გვერდიდან არ მშორდებოდი, ბევრს მიყვებოდი შენს განვლილ ცხოვრებასა და თავგადასავლებზე

რომელიც ნამდვილი არასდროს ყოფილა

მეც გარემოს ხმამაღალი სიცილით ვიკლებდი

იმ დღეს პიკნიკზე ვიყავით

არაფერს ჭამდი, მე კიდევ ბოლომდე ვძღებოდი

რა ვიცოდი შენს შიმშილობას სხვა, ბევრად უცნაური მიზეზი თუ ჰქონდა

ჭამის დროსაც მიყურებდი

წარმომედგინა, რა საშინლად გამოვიყურებოდი, მაგრამ შენ ასე ცქერა მოგწონდა. საშინლად.

მოგვიანებით გავიგე

მითხარი, შენი ნახვა ნებისმიერ სიტუაციაში იმაზე მეტად სასიამოვნოა, ვიდრე თვითონ გგონიაო

ხალხთან კომუნიკაცია შევწყვიტე

მხოლოდ შენზე ვიცოდი

მხოლოდ შენ არსებობდი

მხოლოდ შენ მყავდი

დედას, მამას და ჩემს ძმასაც კი აღარ ვიმჩნევდი

სახლში მხოლოდ მეძინა

მეძინა და გაღვიძების თანავე შენ გნახულობდი

საღამოს შინ ვბრუნდებოდი და ასე

ეს იყო ჩემი ყოველდღიური, ძირგავარდნილი რუტინა

ხმას არ იღებდი

მეორედ შენგან ამაღლებული ხმა აღარ მომისმენია

მადლობელი ვიყავი, რადგან, ჩემი სიჯიუტე შენსას მაინც გადაწონიდა

ან უნდა დამეკარგე, ან, ისეთი უნდა გყოლოდი, როგორიც ვიყავი

შენ მეორე არჩიე

გამიხარდა

დასკვნად შენივე სიყვარული გამოვიტანე

არ თქვა, მართალი არ ხარო

ჰო.

წონაში დავიკელი, საგრძნობლად გავხდი

ჩემთვის უკეთესი, რამდენიმე კილოგრამის ჩამოგდება ნამდვილად არ მაწყენდა

ამის შესახებ სასაუბრო თემა რამდენჯერმე წამოჭერი, მაშინვე სხვა მხარეს გადავუხვიე, მიხვდი, მისი განხილვა არ მინდოდა

ისევ მომითმინე

ისევ გაატარე მაშინ, როდესაც ვიცოდი, რამდენად გებრალებოდი

უცნაური იყო, ჩემთან ერთად სურათებს არ იღებდი, რამდენჯერ გთხოვე, დათვლილი გაქვს მაინც?

მინდოდა შენგან რაღაც დამრჩენოდა როდესაც დამტოვებდი

მაგრამ მაინც უარზე იყავი

ვერც გიბრაზდებოდი, იმდენად რაღაცნაირად მეუარებოდი, შენი განხილვების მოსმენა არასდროს მბეზრდებოდა

იმდენად კარგი იყავი

ზედმეტადაც კი.

**************

Enjoy 🙌🏼

U KNOW, RIGHT? 😪

😇💚

Stuck In D. D. (დასრულებულია)Onde histórias criam vida. Descubra agora